44 წლის ცნობილი დიზაინერი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 შვილის დედაა, ინარჩუნებს ჯანსაღ კანსა და სხეულს. ვიქტორიას თავის მოვლის განსაკუთრებული წესები აქვს, რომელსაც გულახდილად გვიზიარებს.
1. ჩვეული ვიზუალის შესანარჩუნებლად ვიქტორია სახლს არასდროს ტოვებს წამწამის ტუშის გარეშე, რაც თვალის ლამაზი იერის შენარჩუნებაში ეხმარება.
2.ვიქტორია გვირჩევს არავითარ შემთხვევაში არ დავიპკუროთ თმაზე სუნამო, რადგან ეს თმის ღერებს ძალიან აზიანებს.
3.ვიქტორია Elizabeth Arden-ის საკულტო საცხის მოტრფიალეა, რომლის მეშვეობითაც ტუჩისა და სახის კანის სიჯანსაღეს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ეს კრემი ადვილად ხელმისაწვდომია.
4.წყლის გადავლების შემდეგ, დიზაინერი Weleda-ს ტანის კრემს ხმარობს.
5. რაც მთავარია, დიზაინერს რამდენიმე წელია, რაც რუჯი არ მიუღია და მიიჩნევს რომ ეს გარდა იმისა, რომ კანს აზიანებს, მოდურიც კი არაა.