მედიცინის ინსტიტუტები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთგვარად „ავიწყდებათ“ საერთოდ სასმელის მიღება და წყურვილის გრძნობაც დაქვეითებული აქვთ, ნაწილი კი მას არასაკმარისი რაოდენობით იღებს, ვნახოთ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ამგვარ ქცევას:
1.მეტი შანსია რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ
წყლის საკმარისი რაოდენობა ამცირებს მომნელებელი სისტემისა და კუჭნაწლავის დაავადებების რისკს, ასევე ამცირებს გულის შეტევის შანსებსაც.
2.მეტაბოლიზმი დუნდება
2010 წლის კვლევით საბოლოოდ დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმში მეტი წყლის მიღებით ჩქარდება საკვების მონელების პროცესიც და ეს წონის არასასურველი მატებისგანაც გვიცავს.
3. ქვეითდება აზროვნების უნარი
2011 წელს, ლონდონის ფსიქიატრიულმა ინსტიტუტში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეჰიდრირებული სტუდენტების გონება გაცილებით ნელა მუშაობს, როცა საქმე რაიმე პრობლემის გადაჭრის საჭიროებას ეხება და ამისთვის მათ მეტი ძალისხმევა სჭირდებათ.
4.უწყლოობა მადას აღვივებს
2010 წლის კვლევით, რომელშიც 45-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, დამტკიცდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე 2 ჭიქა წყალს იღებდნენ, დაახლოებით, 75-90 კალორიით ნაკლებ საჭმელს მიირთმევდნენ, ვიდრე დანარჩენები.
5.სახის კანის დაბერება
წყალი კანის უჯრედებს სასარგელო ნივთიერებებით ავსებს, მისი ნაკლებობა კი ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს, რაც ადამიანს უსიამოვნო იერს ჰმატებს.
6. უწყლოობა ადამიანის განწყობაზე ცუდად მოქმედებს.
2009 წელს მასაჩუსეტსის მკვლევარებმა ქალებითა და მამაკაცებით დაკომპლექტებულ ჯგუფს დაავალეს 60-75 წუთიანი აერობიკის ვარჯიშის შესრულება, დაწყებამდე წყლის მიღების გარეშე. დანარჩენები კი, სასმელით უზრნველყვეს. დეჰიდრირებული ჯგუფი მათგან განსხვავებით ვარჯიშის ბოლოს მხოლოდ დაღლილობას, ბრაზსა და დაძაბულობას გრძნობდა.