მსოფლიოში ნატურალურ კოსმეტიკაზე მზარდი ტენდენციის ფონზე, საქართველოშიც მოგვევლინა ნატურალური კოსმეტიკის კომპანია „ბიოსიო", რომლის პროდუქციაც ადგილობრივად იწარმოება და ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. დაარსებისთანავე, კომპანიის მიზანი იყო შეექმნა მაქსიმალურად ბუნებრივი და უნივერსალური პროდუქტი, კანის მოვლისა და დაცვის ფუნქციებით.
„ბიოსიომ“ 2017 წლიდან დაიწყო წარმოება და მის პროდუქციაში შედის - 3 მკვებავი/დამატენიანებელი საცხი და სახის ორი საპონი. არსებულ ბაზარზე „ბიოსიომ“ მომხმარებელთა შორის დიდი ნდობა მოიპოვა ეკოლოგიურად ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქციით, რაც მას დინამიკურად განვითარების საშუალებას აძლევს. კომპანია იყენებს მხოლოდ ისეთ ნატურალურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ალოე ვერას წვენი, ყურძნის წიპნის ზეთი, ქოქოსის ცხიმი და სხვა.
„ბიოსიო“ მომავალში მომხმარებელს არაერთ კოსმეტიკურ პროდუქტს ჰპირდება, ხოლო 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში იგეგმება რამდენიმე სახის შამპუნის გამოშვებაც. კომპანია მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისსაც სთავაზობს, 20 ივნისიდან კი, პროდუქციის შეძენა უკვე სააფთიაქო ქსელშიცაა შესაძლებელი.