-რა არის Morebeauty.ge?
- www.morebeauty.ge არის ონლაინმაღაზია, რომელიც ფრანგული კომაპანია “ABC group”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ფრანგულ, შვეიცარიულ და იტალიურ თავის მოვლის საშუალებებს. ამ ქვეყნებში თავის მოვლის ყველა კრიტერიუმი მაღალი სტანდარტისაა და ზოგადად დერმატოლოგიური კონტროლი ყველაზე მკაცრია. ეს არ არის მხოლოდ საუკეთესო პროდუქცია, არამედ გახლავთ საუკეთესო კონსულტაციები, ევროპული სერვისი და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, მომხმარებელზე მორგებული ყველანაირი პირობა.
-რომელ ბრენდებს წარმოადგენთ და რა პროდუქციას სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს?
-“HQ cosmetique” (შვეიცარია) სახის კანის ულტრათანამედროვე, კომპლექსური მოვლისა და მკურნალობის საშუალებები და ელექტროაპარატები.
"Saint Algue" (საფრანგეთი) თმის მოვლის პროდუქტები და ელექტროსავარცხლები,
"Barb'Xpert By Franck Provost" - ეს არის კაცის თმისა და წვერის მოვლის საშუალებები და ელექტროაპარატები. ასევე "BERANGE Make Up Paris" ნატურალური, ჰიპოალერგიული მაკიაჟი, Elite Models სპა და აბაზანის აქსესუარები.
- როგორია ფასები და როგორ ხდება შეძენა?
- ფასები მაქსიმალურად მორგებულია ქართველ მომხმარებელზე, ასევე გვაქვს 0 %-იანი სწრაფი და ყველაზე მარტივი ონლაინგანვადება სხვადასხვა ბანკში. ჩვენს საიტზე შეძენა ძალიან გამარტივებულია, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებათ კონსულტანტიც.
მიტანა ნებისმიერ წერტილში მოკლე დროშია შესაძლებელი.
- ვრცელდება თუ არა გარანტია თქვენს პროდუქციაზე?
- ჩვენს ყველა ელექტროაპარატზე ვრცდელდება 1-წლიანი გარანტია. თავის მოვლის სხვა საშუალებებზე კი მოქმედებს დაზღვევის გარანტია.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-ჩვენი სავიზიტო ბარათი ყოველდღიურად მზარდი და კმაყოფილი მომხმარებელია, რაც თავის მხრივ ნიშნავს კომპანიის სწრაფ განავითარებას. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად, თამამად და ამაყად გავანებივროთ ქართული ბაზარი მრავალი სიახლითა და 21-ე საუკუნის ინოვაციებით.
ოქტომბრის დასაწყისიდან შემოგთავაზებთ ახალ ბრენდს, საფრანგეთის ფავორიტს - "Juan Louis David”-ის პროფესიონალური თმის მოვლის პროდუქტებს.
ჩვენი სურვილია, საქართველოში დავამკვიდროთ ახალი, მაღალი ევროპული სტანდარტი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.