მეცნიერებმა შეძლეს, რომ ვიზუალურად ეჩვენებინათ თუ რა პროცესი მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როცა ის ბედნიერია. ამაში უმთავრეს როლს ჩვენ მიერ გამომუშავებული ნივთიერება - ენდორფინი თამაშობს, რომელსაც სხვაგვარად „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ. ეს გახლავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება რომლის გამომუშავებაც თავის ტვინში ხდება.
გამოსახულებაზე მეცნიერება უჩვენეს მიოზინის პროტეინი, რომელიც სწორედ აღნიშნულ ბედნიერების ჰორმონს მიაჩოჩებს თავის ტვინის სიღრმისკენ :
ვიდეო, რომელზეც უსაყვარლესი პროცესია ასახული ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებს, რაც უპირველეს ყოვლისა, პროტეინის გადაადგილების სახალისო მანერამ გამოიწვია, თუმცა რომ არა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, მსგავსი ილუსტრაციის შექმნა შეუძლებელი გახდებოდა, რადგან თითოეული ამ "ნაბიჯის" სიგრძე 8 ნანომეტრსაც კი არ აღემატება.