ეს ნიღბები კანის ძირითადი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ და მათ დამზადებას თავადაც მარტივად შეძლებთ. ყველა პროდუქტს სამზარეულოში მიაგნებთ!
1.გამონაყარისთვის
ბანანი და თაფლი სხვადასხვა პროპორციებით აურიეთ და პიურე დაამზადეთ. წაისვით სახეზე: თუთია და ვიტამინი C ანთებას ჩააცხრობენ და შეწითლებულ ადგილებს შეამცირებენ.
2. სისხლჩაქცევებისთვის
გახეხეთ კარტოფილი და რძიანი შვრიის ფანტელები დაამატეთ. პრობლემურ ადგილებში ყოველდღე 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. სისხლჩაქცევა არ გაქრება, თუმცა ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
3. ტონუსისთვის
კანის უჯრედების აღდგენაში და კანის პროტეინებით გამოკვებაში ცილის ნიღაბი დაგეხმარებათ. მიქსერით აურიეთ კვერცხის ცილა, ისე რომ მჭიდრო ქაფი წარმოიშვას. მიღებული მასა კანზე 10 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
4. სიჯანსაღისთვის
სიცხეში განსაკუთრებით აქტუალურია: როცა მთელი დღე ოფისში ჯდომა გვიწევს, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობთ, ან უბრალოდ გამონაბოლქვს შევისუნთქავთ, კანს გაწმენდა ესაჭიროება, რათა კვლავ ჯანსაღი იერი დაუბრუნდეს. გახეხეთ კიტრი და დაუმატეთ 1 კოვზი ნამცხვრის კრემი. 10 წუთის შემდეგ იგრძნობთ თუ როგორ დაიწყებს კანი სუნთქვას.
5. დაცვისთვის
კანის დაცვითი ფუნქციების გაძლიერებისთვის და სტრესის მოხსნისთვის კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთის ნიღაბი გაიკეთეთ. ერთ სუფრის კოვზ ზეთს ერთი კვერცხის გული და ნებისმიერი ხილის წვენი დაუმატეთ.
6. აქერცვლის საწინააღმდეგოდ
აქერცვლილ კანს ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენის და რძის ნიღაბი დაეხმარება. აურიეთ ისინი სხვადასხვა პროპორციებით და კანზე 15 წუთი გაიჩერეთ.
7. გაწმენდისთვის
მსუბუქი პილინგი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: 1 სუფრის კოვზ მანის ფაფას რძიანი შვრიის ფაფა შეურიეთ, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული. მიღებული მასა კანზე შეშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ ფრთხილად ჩამოიბანეთ.
8. ნაოჭების საწინააღმდეგოდ
იმისთვის, რომ კანმა ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოს, არაჟნის და ქურქუმას ნიღაბი დაიმზადეთ. ნახევარ ჩაის კოვზ სანელებელს 2 სუფრის კოვზი არაჟანი შეურიეთ და სახეზე ძილის წინ, 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.
9. ცხიმიანი ლაქების საწინააღმდეგოდ
დილაობით ბარდასგან დამზადებული ნიღაბი გაიკეთეთ. თეთრი ან ჭრელი ლობიო ღამით მოამზადეთ, დილას კი პიურედ აქციეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. გაიჩერეთ 15 წუთი.
ინგრედიენტები სახლში დასამზადებელი ნიღბებისთვის:
ატენიანებს: კიტრი, სტაფილო, ნესვი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ხაჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი, რძე, ნაღები, მაწონი.
უბრუნებს ბრწყინვალებას: ლიმონი, მწვანე ჩაი, მარწყვი, საფუარი, ფქვილი, მარცვლეული, მოცვი, მოცხარი, ჟოლო.
კვებავს: კვერცხი, თაფლი, მცენარეული ზეთი.
აღიავებს: კიტრი, ლიმონი, ოხრახუში.
წმენდს: შაქარი, შვრიის ფანტელები, სოდა.
აღადგენს: გრეიფრუტი, ყურძენი, ხენდრო, ლავანდა, პიტნა.
იცავს: თაფლი, ალოე, ზეითუნის ზეთი,
კურნავს: ალოე, კარაქი.