პრინცესა დაიანა საზოგადოებაში ყოველთვის თვალისმომჭრელი ვიზუალით ფიგურირებდა, შესაბამისად, ცოტა თუ იცის, რომ ლედი დი მუდმივ ბრძოლაში იყო ბულემიასთან. შეგახსენებთ, რომ ბულიმიის დროს აღინიშნება მომატებული შიმშილის გრძნობა, რასაც თან ახლავს სიმაძღრის განცდის დაქვეითება. გარკვეულ ეტაპზე ადამიანი თავს ვეღარ იკავებს და იწყებს იმაზე უფრო მეტის ჭამას, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა, რაც რა თქმა უნდა ჭარბი წონის პრობლემას აჩენს. პრინცესას ამ დაავადების შესახებ მისი შეფმზარეული დარენ მაკრედიმ უამბო სხვადასხვა მედიას.
დარენი იხსნებს, რომ დაიანას კვების რაციონი საკმაოდ არასახარბიელო იყო, თუმცა ის პრინცესასთან რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა. „მე პრინცესას საკვებს ვუმზადებდი და ყოველთვის მიკვირდა რად უნდოდა მას ეს კონკრეტული პროდუქტი ან რატომ მიირთმევდა ის ამ რაოდენობით საჭმელს, მის დასახმარებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო“ - აღნიშნა მან.
დარენი ბუკინგემის სასახლეში 11 წელი მუშაობდა ჯერ დედოფალთან, შემდეგ კი დაიანასა და პრინცებთან. როგორც ირკვევა, მან შეამჩნია ის ცვლილებები, რაც დაიანას ცხოვრების სტილში მოხდა, პრინცესამ კვებითი დარღვევების დაძლევა შეძლო, რისთვისაც სპორტდარბაზში ვარჯიშთან ერთად, ჯანსაღი საკვების მიღებაც დაიწყო.
პრინცესას ახალი გამწმენდი დიეტა წითელი ხორცის რაციონიდან სრულიად ამოღებას გულისხმობდა, თუმცა ზოგადადაც უფრთხოდა ხორცეულს, უკიდურეს შემთხვევაში არჩევანს ქათმის ხორცსა და ბოსტნეულზე აჩერებდა. მისი საყვარელი კერძი კვერცხის სუზეტი გახლდათ და მცირე პორციით მასაც მიირთმევდა ხოლმე.
ამასთანავე, პრინცესას ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმარის ძილსაც მოიცავდა და საღამოობით ადრიანადვე, დაახლოებით 6-7 საათისკენ, მეიმართებოდა ოთახისკენ, სადაც აბაზანის მიღებისა და ტელევიზორთან მირთმეული ვახშმის შემდეგ, იძინებდა. ეს ჩვეულება პრინცესას საშუალებას აძლევდა, რომ დილით 7 საათზე აქტიური ვარჯიშით დაეწყო დღე.