როგორც იქნა შორტების, საცურაო კოსტიუმების და ცხელი ზაფხულის დღეების დრო დადგა! ეს სეზონი საშუალებას გვაძლევს ახალი სილამაზის ტრენდები გამოვცადოთ. ინსპირაციის ძიებისას, ცნობილი ლამაზმანების ვიზაჟისტთა რჩევები გაითვალისწინეთ.
სილამაზის ინდუსტრიის წესები ახლა თვალსაჩინოდ იცვლება: მაკიაჟი მსუბუქი ხდება, კოსმეტიკას დაცვითი ფუნქცია ენიჭება, სხეული ირუჯება... საინტერესოა როგორია იდეალური საზაფხულო მაკიაჟი?
1. ნათელი თვალები
ნათელი თვალის ჩრდილი ზაფხულში განსაკუთრებით ანათებს და ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდის წოდებას ატარებს. მსგავსი მაკიაჟი ბევრი ჩვენების პოდიუმზე შევნიშნეთ. ნათელ თვალებს ვარსკვლავებიც ხშირად მიმართავენ წითელ ხალიჩაზე.
2. ბუნებრივი
მშვიდობით სქელო კონტურის ხაზებო! ბავშვური, ბუნებრივი სახე თანამედროვეობის ჰიტი ხდება. ამისათვის, ლოყებზე ოდნავ ბრინჯაოსფერი ჩრდილები დაიტანეთ.
3. გრაფიკული ხაზები თვალებზე
ეს ინოვაცია ინდივიდუალურ სტილს წარმოაჩენს და ორიგინალურობით ხასიათდება. გამოიყენეთ ფანტაზია, გათავისუფლდით კლასიკური კონტურებისგან და დაიხატეთ სასურველი გეომეტრიული ფორმა.
4. “მზის კოცნა“
ფორთოხლისფერი ჩრდილი თვალებზე შეგიძლიათ ნებისმიერი მოცულობით წაისვათ. ის აცოცხლებს მზერას, მატებს მას ბრწყინვალებას და ზაფხულის ცხელ დღეებში სახეს ხალისით აღსავსე იერს სძენს.
5. ბრჭყვიალები
არ შეიზღუდოთ თავი ფერებში, უბრალოდ იბრწყინეთ! ბრჭყვიალების ტრენდმა ინდუსტრიაში მიმდინარე სეზონებზე ფართო განვითარება ჰპოვა და ზაფხულის მაკიაჟის უპირობო ალტერნატივადაც დამკვიდრდა.