2011 წლიდან ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მედიკალ გრუპი“ მომხმარებელს, ულტრათანამედროვე მეთოდებისა და აპარატების საშუალებით, სამკურნალო და ესთეტიკურ-კოსმეტოლოგიური პროცედურებით ემსახურება. სასურველი შედეგების მისაღწევად, გამოცდილი გუნდი საჭირო მეთოდებს ინდივიდუალურად თქვენთვის შეარჩევს და კომპლექსურ პროგრამას წარმოგიდგენთ. ცენტრი ამ ეტაპზე თბილისში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „მედიკალ გრუპი“ გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას თბილისსა და რეგიონებში. OK! კლინიკის ხელმძღვანელს, ეთო საათაშვილს ესაუბრა.
კონკრეტულად, რა ტიპის სერვისებს სთავაზობს „მედიკალ გრუპი“ მოხმარებელს?
ჩვენი ფილიალების ქსელი მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ – როგორც სამკურნალო, ასევე ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მიმართულებებით. სახისა და სხეულის მოვლის არაინვაზიური და ინიექციური პროცედურებიდან, აღსანიშნავია სახის აპარატული წმენდა, RF-ლიფტინგი, უნემსო მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია. ასევე, სახის კონტურული პლასტიკა ფილერებით, მათ შორის – ცხვირის უოპერაციო კორექცია, ბოტოქსი, პერმანენტული მაკიაჟი და სხვა.
რა მიღწევებია სხეულის მოვლის პროცედურაში და რომელი თანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი ,,მედიკალ გრუპში“?
აქ უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური HIFU ტექნოლოგია (High Intensity Focused Ultrasound), რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტულია. განსაკუთრებით – საქმიანი ადამიანებისთვის, რადგან სულ რაღაც ერთ სეანსში, რომელიც ერთ საათს გრძელდება, იძლევა საგრძნობ შედეგს სხეულის ფორმების კორექციის კუთხით. ასევე, ჩვენს არსენალშია RF-ლიფტინგი, კავიტაცია, პრესოთერაპია და სხვა აპარატული მეთოდები.
როგორ განსაზღვრავდით თქვენს უპირატესობებს? რამდენად არის აპარატურული აღჭურვილობა სერვისის ხარისხიანად მიწოდების გარანტი?
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ ჩვენს კლინიკაში გამოიყენება პრემიუმხარისხის, ამერიკულ ბრენდ CYNOSURE-ს საეპილაციო ლაზერები, რომლებიც ხანმოკლე დროში იძლევა ჭარბთმიანობისგან სრული განკურნების შედეგს, რაც დადასტურდა კიდეც კლინიკის შვიდწლიანი გამოცდილების პერიოდში. კლინიკაში გვაქვს როგორც ალექსანდრიტის, ისე ნეოდიმური (Nd;Yag) ლაზერები. ეს უკანასკნელი სპეციალურადაა შექმნილი გარუჯული და მუქი ფერის კანისთვის, ასევე ქერა და უპიგმენტო თმისთვის, რაც ამ ტექნოლოგიას დღეს, ამ სეგმენტში, უკონკურენტოს ხდის. ლაზერები აღჭურვილია გაგრილების უნიკალური სისტემებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. ლაზერები ფლობს FDA-სერტიფიკატს, რაც მაღალი ხარისხის უტყუარი გარანტია. რამდენიმე წელია კლინიკაში წარმატებით დაინერგა და ფართოდ გამოიყენება არაინვაზიური, ლაზერული მეთოდიკა კაპილარებისა და კაპილარული ქსელის ასალაგებლად. პროცედურა ტარდება ასევე ამერიკული წარმოების ლაზერებით. კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი თაობის, ამერიკული CYNOSURE-ს ბრენდის ფრაქციული ლაზერის მომსახურებით, რომლის საშუალებით სტრიებისა და ნაწიბურების ალაგება უკვე რეალობად იქცა ქართველი მომხმარებლებისთვისაც.
რა არის მუდმივი წარმატების მიზეზი?
წარმატებას, უპირველესად, ხარისხი განსაზღვრავს. ლოიალურ მომხმარებელთან ერთად, ზურგს ოფიციალური შეფასების სერტიფიკატებიც გვიმაგრებს. 2015 წელს „ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში“ დაადასტურა, რომ ჩვენი კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი (მათ შორის ჰიგიენური ნორმების, სახარჯი მასალის ხარისხის, ექიმებისა და სხვა პერსონალის კომპეტენციისა და მათ მიერ გაწეული მომსახურების დონე) აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ უმაღლეს დონეს, და გადმოგვეცა კიდეც შესაბამისი სერტიფიკატი.
რა არის „მედიკალ გრუპის“ მთავარი დევიზი?
ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებლის კმაყოფილება და შედეგიანობა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ: პროფესიონალიზმს; უმაღლესი ხარისხის მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროდუქციას; თანამედროვე, მაღალი სტანდარტის აპარატურას; მომსახურების მაღალ ხარისხს; მრავალფეროვნებას; მუდმივად განახლებად ტექნოლოგიებს; მკურნალობის უახლეს მეთოდებს; გარანტირებულ შედეგს; ხელმისაწვდომ ფასებს; მუდმივ სიახლეებსა და უპრეცედენტო შეთავაზებებს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ბუნებრივ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
ვაჟა-ფშაველას გამზირი 78ა( მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ ამოსასვლელთან) ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ) ტელ.: (+995 32) 215 52 25 ფეისბუქგვერდის მისამართია: www.facebook.com/MedicalGroupCenter