წესები მათთვის, ვინც შვებულებას ზღვაზე გეგმავს
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სანაპიროზე დასვენებას ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს. ის აუმჯობესებს ჰორმონალურ სისტემას, კანს, ფრჩხილებს ... რაც შეეხება თმას, ზღვის წყალი ამაგრებს მის ძირებს, მაგრამ ამასთან, მას უფრო უხეშს ხდის. როგორ ვიზრუნოთ სწორად თმებზე და როგორ არ დავკარგოთ მისი იერი?
დალიეთ ვიტამინები და გაანახლეთ რაციონი
რამდენიმე კვირიანი დასვენების განმავლობაში თმებზე შინაგანად იზრუნეთ. თმის გამაგრებისთვის B ჯგუფის ვიტამინების კურსი ჩაიტარეთ: B2, B5, B6, B8, B9. მათ შეუძლიათ შეამცირონ თმის ცვენა და ბოლოებს ჯანსაღი იერი შეუნარჩუნონ. ასევე, თმის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის A ჯგუფის ვიტამინები გამოგადგებათ, რომლებსაც საკვები პროდუქტებისგანაც მიიღებთ: სტაფილოსგან, კომბოსტოსგან თუ სხვა ბოსტნეულისგან.
წაისვით მზისგან დაცვის საშუალება
თხელი თმისთვის მზისგან დამცავი კრემები და სპრეი გამოადგებათ, ზეთზე კი უარი თქვით, რადგანაც ის სქელ თმას უხდება. თმისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი საშუალება სანაპიროზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით და არა უკვე იქ ყოფნისას.
კარგად დაიბანეთ თმა ორი სახის შამპუნით
თმის კანი მარილის ნაწილაკებისგან ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამასთან თმის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. თმის დაბანა ბალზამის მოხმარებით უნდა დაასრულოთ და თმისამაგრის და ფენის გარეშე გაიშროთ.
ხშირად დაივარცხნეთ
სანაპიროზე დასვენებისას სპეციალისტები თმისამაგრის ხშირ გამოყენებას არ გვირჩევენ. თუ ვარცხნილობის გაკეთებას გადაწყვეტთ, დაივარცხნეთ თმა და პატარა რკინის სამაგრები ან მსუბუქი რეზინი გამოიყენეთ, რათა თმამ ტრავმა არ მიიღოს.
3 ცნობილი ქალბატონი თმის მოვლის საყვარელ რეცეპტზე
1. ზოი სალდანა
ზოიმ როგორც სჩანს, ბებიის რეცეპტი იცის: მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ის არა სილამაზის სალონში, არამედ საკუთარ სამზარეულოში მირბის. აურიეთ ავოკადო ზეითუნის ზეთში და მიღებული მასა თმაზე დაიტანეთ. გაიჩერეთ 30 წუთი და ეფექტური შედეგიც არ დააყოვნებს.
2. მირანდა ქერი
მოდელი თმის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. შამპუნის ცივი წყლით ჩამობანის გარდა, მირანდა ვაშლის ძმარს იყენებს. მართალია ის კარგ სურნელს არ ტოვებს, მაგრამ აუცილებლად შეუხამეთ თმის კარგ კონდიციონერს.
3. ნიკოლ კიდმანი
ძლიერი სასმელები ამჯობინეთ, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით - ნიკოლი თავს ხშირად შამპანიურით იბანს. „ქერათმიანი ადამიანებისთვის ეს იდეალური ვარიანტია - ის მართლაც სასწაულებს ახდენს.“-გვარწმუნებს მსახიობი.