ულტრაიისფერ სხივებთან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. კვალიფიცირებული ექსპერტები გვიზიარებენ რჩევებს თუ როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებები.
1. მზისგან დამცავი პროდუქტის ძიებისას, შეფუთვაზე ყურადღება უნდა მიაქციოთ ასოებს და არა ციფრებს
აბრევიატურა SPF ნიშნავს მზისგან დაცვის ფაქტორს. ის კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს და მზეზე ყოფნას მაქსიმალურად უსაფრთხოს ხდის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი სხივების 3 სახეობა არსებობს: A(UVA), B(UVB) და C(UVC). C სპექტრი ყველაზე ძლიერი და საშიშია, მაგრამ დედამიწის ნიადაგამდე ვერ აღწევს და ოზონის შრე შთანთქავს. B სპექტრი იმ ულტრაიისფერ სხივებს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ვირუჯებით. ის კანის ზედა ფენის სიღრმეში ხვდება და არასწორი მიღებისას შესაძლოა კიბოს დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. B სპექტრის სხივები აქტიური მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით დღის 11 საათიდან 16 საათამდეა. უფრო ვერაგული А სპექტრის ულტრაიისფერი სხივებია. ისინი ეფექტურად მოქმედებენ ნებისმიერ სეზონსა და დღის ნებისმიერ დროს. А სპექტრი B სპექტრზე გაცილებით საშიშია, რადგანაც შეუძლია კანის სტრუქტურა და დნმ-ის უჯრედებიც კი დააზიანოს. პირველ რიგში მივიღებთ კანის დაბერებასა და ნაოჭებს, მეორე რიგში კი კიბოს განვითარებას.
მოკლედ, საშუალება, რომელზეც აბრევიატურა SPF-ა დატანილი კანს დაწვისგან იხსნის, მაგრამ თუ მის შემადგენლობაში ვერ ნახავთ UVA ფილტრს, მზისგან მაქსიმალურ დაცვას ვერ მიიღებთ. ამიტომაც ეძებეთ მზისგან დამცავი ისეთი საშუალება, რომელზეც ეწერება UVA და UVB და არამხოლოდ SPF. აღსანიშნავია, რომ A სპექტრის სხივებისგან სხვა აბრევიატურებიც გვიცავს: PPD, PA და IPD. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინდექსებს იყენებენ.
2. არ ენდოთ დაცვის მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ფაქტორს (50+), აარჩიეთ ის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით
პროდუქტის შემადგენლობაში მზისგან დამცავი ფაქტორები დაცვის დონეებით განსხვავდებიან: 10-15 ერთეული საბაზისოა, 15-25 საშუალო, ხოლო 30-50 მაღალი. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ SPF 100 ერთეულითაც კი არაა მზისგან აბსოლიტური დაცვის გარანტი.
ამიტომაც, მზისგან დამცავი საშუალების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ: 1. კანის ფოტოტიპი (ულტრაიისფერი სხივების მიმართ მისი მგრძნობელობის ხარისხი). რაც უფრო ღიაა კანის ფერი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დაცვის ერთეული. 2. გეოგრაფია - რაც უფრო ახლოს იმყოფებით ეკვატორთან, მით უფრო დიდია მზისგან დაწვის შესაძლებლობა და დაცვის მით უფრო მაღალი ფაქტორი გესაჭიროებათ. 3. წლის და დღის დრო - გაზაფხულსა და ზაფხულში SPF უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე შემოდგომასა და ზამთარში. დღის მანძილზე კი 10 საათიდან 16 საათამდე. 4. ამინდი - უღრუბლო ცა უფრო მეტ დაცვას მოითხოვს, ვიდრე ღრუბლიანი.
3. თქვენთვის და ბავშვებისთვის სხვადასხვა მზისგან დამცავი საშუალება უნდა შეიძინოთ
ბავშვის კანს თავისი ფიზიოლოგიური მახასიათებლები აქვს, უფრო ღია, ნაზი და თხელია. ამიტომაც, ბავშვებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი საშუალებები პედიატრების კონტროლით იტესტება. ყველა UV, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას ანეიტრალებს ფიზიკურ და ქიმიურ დანიშნულებად იყოფა. პირველი კანში ვერ აღწევს და მის ზედაპირზე მზის სხივების ასხლეტას ემსახურება. მეორე ეპიდერმისის ზედა ფენაში აღწევს და ულტრაიისფერი სხივების სიღრმეში მოხვედრას უშლის ხელს. კანის საფარზე ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს, რაც ეფექტურობით ხასიათდება. ფიზიკური და ქიმიური ფილტრები კანს ან UVA სხივებისგან ან UVB სხივებისგან იცავს, ან ორივესგან ერთად. თუ ფიზიკური ფილტრები ტოქსიკური არაა, ქიმიურმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. ეს არასასიამოვნოა, თუმცა კრიტიკული არაა. საბავშვო მზისგან დამცავი კოსმეტიკა მხოლოდ ფიზიკურ UV ფილტრებს უნდა შეიცავდეს!
ფიზიკური ფილტრებია: თუთიის ოქსიდი ან ტიტანის დიოქსიდი. რაც შეეხება ქიმიურს, პროდუქტის შემადგენლობაში ამ დროს შეგხვდებათ: octocrylene, oxybenzone, benzophenone-3, avobenzone, octyl salicylate, Mexoryl SX და XL; Tinosorb S და M, padimate O, cinnamate, sulisobenzone.
მოკლედ, საბავშვო მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება მოზრდილი ადამიანისთვის ნებადართულია, პირიქით კი არ ღირს.
4. რეგულარულად განაახლეთ დაცვა
მზეზე ყოფნისას აკონტროლეთ მზისგან დამცავი საშუალების მოხმარება: რაც უფრო ცხელი ამინდია, მით უფრო ხშირად უნდა წაისვათ პროდუქტი ახლიდან.
5. მზისგან დამცავი საშუალება არამხოლოდ მოშიშვლებულ ადგილებზე, არამედ მთელ სხეულზე უნდა წაისვათ
დაცვა საჭიროა „მთლიანად“, რადგანაც ულტრაიისფერმა სხივებმა თავისუფლად შეიძლება შეაღწიონ მაისურსა და შარვალშიც კი. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები არამხოლოდ სახეზე, ხელის მტევნებსა და ფეხებზე წავისვათ, არამედ მთელს ტანზე. გამონაკლისი ის ტანსაცმელია, რომელიც UV დაცვითაა შექმნილი, როგორც წესი ასეთია ბავშვების საცურაო კოსტიუმები, სპორტული აღჭურვილობა და თავსაბურავები.
6. ზაფხულში დეკორატიული კოსმეტიკაც SPF ნიშნით უნდა შეირჩეს
დღის კრემები, თვალის კრემები, ტონალური საშუალებები, ტუჩის ბალზამი, მზესთან მინიმალური კონტაქტის მიუხედავად, UV გამოსხივებისგან დაცვის საშუალებებად უნდა იქცნენ. ქალაქის პირობებში, ყოველდღიური გამოყენებისთვის SPF-ს ხარისხი 15-ს მაინც უნდა აღწევდეს.
7. ენდეთ მულტიფუნქციურ საშუალებებს
ისინი ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებენ, პირიქით თანამედროვე ცხოვრების წესი კომპლექსურ მოვლას საჭიროებს. სილამაზესა და დაცვას შორის არჩევანის გაკეთება აღარ გვიწევს: მულტიფუნქციური კრემები ერთდროულად რამდენიმე დავალებას არმევენ თავს. ისინი სრულად გვიცავენ მზისგან, ატენიანებენ, კანის სტრუქტურას აუმჯობესებენ, ელფერს აჯანსაღებენ და აშ.