ამერიკის კვების საზოგადოების მეცნიერებმა ნუტრიციოლოგების კონფერენციაზე სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის წინასწარი შედეგები წარადგინეს, რომელშიც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვადასახვა პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ.
კვლევამ, რომელშიც ჭარბწონიანი პაციენტები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ 12 კვირის განმავლობაში კვერცხის ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის შესაძლო განვითარებას. მასთან, სისხლში ქოლესტერინის დონე არ იცვლება.
სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს აგრეთვე პეკანი. კვლევის ავტორების თქმით, ბოსტნეული და კენკრა პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, სოკოს კი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ასევე დადგინდა, რომ დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები კარგია კოლორექტული კიბოს პროფილაქტიკის დროს.