დიდიხანია, რაც პედიატრები ბავშვებს ვიტამინ D-ს უნიშნავენ, რათა რაქიტს და სხვა უსიამოვნო დაავადებებს აარიდონ. მაგრამ ჯერ კიდევ 30 წლის წინ, სამყაროსთვის ულტრაიისფერი სხივების მიერ გამოწვეული ზიანი საგანგაშო არ იყო. ადამიანები დიდხანს იწვნენ მზეზე, რათა ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინათ და კანის ლამაზი ელფერისთვის მიეღწიათ. ახლა, ვიტამინი D-ს საჭიროების და მოქმედების შესახებ ბევრი რამაა ცნობილი.
მითი 1.
ვიტამინი D კანის მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს
ვიტამინი D კანში ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად სინთეზირდება. მოცემული ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობა კანის სიგლუვეზე ახდენს გავლენას, კოლაგენის გამომუშავებაში გვეხმარება, კანის ბრწყინვალებას აძლიერებს და გამონაყარის წარმოქმნას უშლის ხელს. ამასთან, ის სხვადასხვა ფაქტორებზე ახდენს გავლენას, რისი მეშვეობითაც ქსოვილებში აღდგენითი პროცესები იწყებს მოქმედებას და აკნესთან საბრძოლველად გვეხმარება.
მითი 2.
მზეზე რამდენიმე წუთი საკმარისია, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ
იმისთვის, რომ ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის ვიტამინი D გამოიმუშაოს, მზეზე კვირაში ერთი საათის გატარება მაინცაა აუცილებელი - რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე.
მითი 3.
ყველა ვიტამინი „სწორ“ საკვებ პროდუქტებთან ერთად უნდა მივიღოთ
რასაც მივირთმევთ, ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ხანდახან ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ვიტამინი D-ს შემცველობის პროდუქტები არც ისე ბევრია - ცხიმიანი თევზის სახეობები, ღვიძლი, ძროხის ხორცი. დამეთანხმებით, რომ მათი მუდმივი მიღება პრობლემატურია. ზოგიერთი დიეტოლოგი დღეში ერთხელ რძის პროდუქტების მიღებას გვთავაზობს, რომლებიც პროტეინს შეიცავენ.
მითი 4.
კანს სიბერესთან ბრძოლისას მხოლოდ ანტიოქსიდანტები სჭირდება
საქმე იმაშია, რომ ვიტამინი D სრულფასოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად, ქსოვილებში ლიპიდების ჟანგვის პროცესს ამცირებს და უჯრედის მემბრანას განადგურებისგან იცავს.
მითი 5.
ვიტამინი D იშვიათად გვხვდება კოსმეტიკაში
სრულებითაც არა. მას აქტიურად იყენებენ კომეტოლოგიაში. მაგალითად, კანის დაბერების საწინააღმდეგო კრემებსა და ლოსიონებში. ასევე, ტუჩის ბალზამში. თუმცა, აქ ვიტამინი D-ს ყველა ჯგუფი არ გამოიყენება, ძირითადად მხოლოდ კალციფეროლი (D3). ხანდახან ნივთიერების ხელოვნური ფორმები გამოიყენება. ისინი სასარგებლოა იმით, რომ ვიტამინის მოქმედებას აძლიერებენ.