ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პროცედურა და საშუალება იქმნება, რომლებიც კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას გვპირდებიან. ყველა სიახლეს დრო სჭირდება, შედეგის მიღება კი ხშირ შემთხვევაში სწრაფად გვინდა. კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები რამდენიმე აქტიურ მეთოდს გვიზიარებენ, რომლებიც კანს ჯანსაღ იერს დაუბრუნებენ.
1. სწორად წაისვით საშუალებები
მნიშვნელოვანია არამხოლოდ კოსმეტიკის ხარისხი, არამედ მისი სახეზე დატანა. თავდაპირველად მსუბუქი ეთერზეთები გამოიყენეთ, შემდეგ კი უფრო მკვრივი საშუალებები.
2. ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი
მართალია ეს ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ მაკიაჟის მოშორება კანს სუფთა და ჯანსაღ იერს ნამდვილად უბრუნებს. კარგად გაწმენდილი კანი მზადაა სხვადასხვა საშუალებები მიიღოს, ამიტომაც სჯობს მაკიაჟი სახლში დაბრუნებისთანავე მოიშოროთ და არა ძილის წინ. თქვენი კანი ისევე იგრძნობს შვებას, როგორც სხეული იმ ტანსაცმლის გახდისას, რომელშიც მთელი დღე გაატარა.
3. გამოიყენეთ სკრაბები, თუმცა ზომიერად
კვირაში ორჯერ რძის მჟავის შემცველობის სკრაბი კანს არამხოლოდ მკვდარი უჯრედებისგან გაანთავისუფლებს, არამედ ფორებსაც დაავიწროებს. მთავარია არ გადააჭარბოთ დოზას და სკრაბი წინდახედულად გამოიყენოთ.
4. გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები
თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდათ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ, რომლებიც კანის დაცვას ახერხებენ. მავნე ფაქტორებისგან გამოწვეული ქრონიკული ანთება სწორედ მათი მეშვეობით ჩაცხრება. დაავადებულ კანზე სკრაბების გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.
5. დატენიანებაზე ეკონომია არ გასწიოთ
დამატენიანებელი კრემები ლიპიდებს შეიცავენ და კანს კვებავენ. ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება ქოქოსის ზეთია.
6. სწორად იკვებეთ
კანის მდგომარეობა ასახავს იმას, რასაც მიირთმევთ. ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი ცუდად გადაამუშავებს, გამონაყარს იწვევს. აქ საუბარი არამხოლოდ სწრაფ კვებასა და ცხიმიან კერძებზეა. ზოგიერთი ადამიანი ლაქტოზასაც ცუდად გადაამუშავებს. ამიტომაც, აკნეს გამომწვევი შესაძლოა რძის პროდუქტების დიდი რაოდენობაც გახდეს.
7. იძინეთ 7-8 საათი
7-8 საათი ძილი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა გადაამუშავოს ყველაფერი რაც დღის განმავლობაში მიიღო.
8. დალიეთ სასარგებლო წვენები
ერთი ჭიქა ყავა მწვანე წვენზე გაცვალეთ. ის კანს ჟანგბადით ჟღენთს. გირჩევთ ყოველდღიურ სმუზს ნახევარი ნაჭერი ავოკადო დაამატოთ.
9. გამოიყენეთ საშუალებები პეპტიდებით
კოსმეტოლოგიაში პეპტიდების გამოყენება ადრე დაიწყეს და მათი ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია. პეპტიდები ნაოჭებს გლუვს ხდიან, განსაკუთრებით თვალების გარშემო.
10. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები
კანის ზედაპირის ფენას 23 ვიტამინი სჭირდება, რათა თავისი საქმე სრულფასოვნად შეასრულოს. ამიტომაც, პერიოდულად ვიტამინის შრატები გამოიყენეთ: ისინი არ აღიზიანებენ კანს და მას საჭირო ვიტამინებით კვებავენ.
11. მოუარეთ კისერს ისევე, როგორც სახეს
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ახალგაზრდების ხელთ გაცილებით მეტი თავის მოვლის საშუალებაა, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ, 20 წლის ადამიანებს კისერზე ნაოჭების მიღების უფრო დიდი შანსი აქვთ. ამ ყველაფერს სმარტფონის თავდახრილი ყურებაც იწვევს. ამიტომაც, ამ ზონის საგულდაგულო მოვლა აუცილებელია. გამოიყენეთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები.
12. ჩაიტარეთ სახის წმენდა
თვეში ერთხელ სახე პროფესიონალთა ხელებს ანდეთ.
13. გაიკეთეთ სასარგებლო აბაზანები
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გვირილის ან როზმარინის ჩაი მოადუღეთ, გააჩერეთ 15 წუთი და თქვენს აბაზანას დაუმატეთ. რთული დღის შემდეგ ეს საუკეთესო მოსადუნებელი საშუალება იქნება და კანის დამშვიდებასაც ხელს ეფექტურად შეუწყობს.
როგორ მოვამზადოთ კანი საზაფხულოდ
ტემპერატურის ვარდნა, ქარი, მზე, ზღვის მარილიანი წყალი, არასწორად შერჩეული ყოველდღიური მოვლის პროცედურა - ეს იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კანზე სიწითლისა თუ ლაქების წარმოშობა შეუძლიათ.
გაწმენდა
მგრძნობიარე კანისთვის სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი არაა. თუ წყლით საგულდაგულო დაბანას გადაწყვეტთ, ისეთი საშუალებები გამოიყენეთ, რომელთა შემადგენლობაც გამწმენდ კომპონენტებთან ერთად დამამშვიდებელ კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ვიტამინ K-ს და ტკბილი ფორთოხლის ზეთს.
ძირითადი მოვლა
ეძებეთ კრემები და ლოსიონები, რომლებიც გლიცერინსა და ვიტამინებს C-ს, P-ს, B5-სა და K-ს შეიცავს. ფრთხილად იყავით რეტინოლთან. მათ გამოყენებაზე რეკომენდაციისთვის აუცილებლად კოსმეტოლოგს მიმართეთ.
დაცვა
მზისგან დამცავი საშუალებები აუცილებლად უნდა ახდენდნენ კანის დაცვას, ისინი თუთიის ოქსიდსა და ტიტანიუმის დიოქსიდს უნდა შეიცავდნენ. დამცავი საშუალებების გამოყენებას ექიმები წელიწადის კონკრეტულ პერიოდებში გვირჩევენ და იმის მიხედვით, თუ როგორი ტემპერატურაა გარეთ.