ჯენიფერ ლოპესს ასაკი არ ეტყობა: 48 წლის მსახიობი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე კარიერის დასაწყისში. მშვენიერი გარეგნობა, გაწმენდილი კანი და პრაქტიკულად იდეალური ფორმები გულგრილს არავის ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსები ხანდახან მას ფოტოშოპის ზედმეტ გამოყენებაში ადანაშაულებენ, ფაქტი ფაქტად რჩება: ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურება. წარმოგიდგენთ ლოპესის მთავარ საიდუმლოებებს, რის გამოც ყოველი მისი საზოგადოებაში გამოჩენა დაუვიწყარი ხდება.
კვება
ვარსკვლავის რაციონის მთავარი წესი შაქარსა და მარილზე უარის თქმაა. ჯეილო ფიქრობს, რომ ადამიანის ორგანიზმი ამ ნივთიერებებს ხილის და ბოსტნეულის სახით საკმარისად იღებს. ვარსკვლავი ვეგეტარიანული დიეტის დიდი გულშემატკივარია. დღის განმავლობაში 5-ჯერ, თუმცა პატარ-პატარა პორციებს მიირთმევს.
სპორტი
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვარსკვლავის მწვრთნელი ჰოლივუდის ექსპერტი ტრეისი ანდერსონი იყო, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც შაკირა, გვინეტ პელტროუ და მადონა იყვნენ. 2008 წელს, ანდერსონი ჯენიფერს ინტენსიური ვარჯიშების მეშვეობით 14 კილოგრამის დაწვაში დაეხმარა. ახლა მომღერლის ფიგურაზე პასუხს დევიდ კირში აგებს. მწვრთნელი გვარწმუნებს, რომ სავარჯიშო დარბაზში ჯენიფერი რამდენიმე სახის კუნთოვან, ძალისმიერ და კარდიო ვარჯიშებს ასრულებს, მათ შორის კიკბოქსინგის ელემენტებს. ერთ-ერთი ნამდვილად ეფექტური დატვირთვა აჭიმვებია.
სილამაზის რჩევები
ჯენიფერ ლოპესის სილამაზის მთავარი საიდუმლო ყოველდღიურად 10 საათი ძილია. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ძილის დაგეგმილი რეჟიმი არამხოლოდ ეფექტური მუშაობის, არამედ კანის სიჯანსაღის საწინდარია. დღის განმავლობაში ვარსკვლავი 1.5 ლიტრ წყალს მიირთმევს. ყოველდღიურ რუტინას მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშებიც მოიცავს. 10 წელზე მეტია, რაც ლოპესი ყავას არ მიირთმევს და იშვიათ შემთხვევაში სვამს ალკოჰოლს. ის დარწმუნებულია, რომ კანის ახალგაზრდულობას მხოლოდ წყალი ახანგრძლივებს. მომღერლის საყვარელ კოსმეტიკურ პროცედურებს შორისაა: ქიმიკური პილინგი, რომელსაც ის წელიწადში ერთხელ სტაბილურად იტარებს. ამასთან, ყველა ინტერვიუში გვარწმუნებს, რომ ისე არაფერი ახდენს ქალის სილამაზეზე გავლენას, როგორც შინაგანი ჰარმონია.