კეტოდიეტა – ეს არის დიეტა, რომელიც ნახშირწყლების მცირე რაოდენობას მოიცავს. ორგანიზმმა ენერგია არა ცხიმისგან, არამედ გლუკოზისგან უნდა მიიღოს. წარმოგიდგენთ ფაქტებს ამ სახის კვების სისტების შესახებ.
კეტოდიეტის მთავარი პრინციპი ნახშირწყლების შემცირებაა. მათი უკმარისობის დროს, ორგანიზმი ცხიმების დაწვას იწყებს, რის ხარჯზეც ზედმეტი კილოგრამები ქრება, კუნთის მასა კი არ ზიანდება. ამგვარი რაციონი ასევე გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ჰორმონს, რომელიც შიმშილის გრძნობაზე აგებს პასუხს.
რაციონი ძირითადად ისეთი პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს, როგორებიცაა: თევზი, ხორცი, ყველი, ავოკადო და თხილი.
კეტოდიეტა შიმშილობას არ გულისხმობს. თუმცა, კვება მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს, განსაკუთრებით – კალორიულობის მიხედვით. დიეტოლოგები მინიმალური რაოდენობით მაინც გვთავაზობენ რაციონში ბოსტნეული და ხილი დავამატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკვების მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნება.
შედეგის დასანახად 3 კვირაა საჭირო. მისი დაცვა არც ისე რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ პასტისა და ტკბილეულის გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ. დიეტასთან ადაპტაციისას, ბევრი ადამიანი გრძნობს ძალების დაკარგვას, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის. კეტოდიეტა დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მიზანშეწონილი არაა.
ვარსკვლავი ქალბატონები, რომლებიც კეტოდიეტას იცავენ
ვარსკვლავებში ამ დიეტას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
კიმ კარდაშიანი
ვარსკვლავი ყოველთვის გამოირჩეოდა სხეულის დიდი ფორმებით, ორსულობის შემდეგ კი სიტუაცია უფრო გამძაფრდა. ქალბატონის აღიარებით, სწორედ ნახშირწყლების დაბალმა მოხმარებამ შეუწყო ხელი მისი გარეგნობის მოწესრიგებას მშობიარობის შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ კიმი სპორტით ყოველდღეა დაკავებული.
ჰოლი ბერი
51 წლის მსახიობის ფიგურა ერთდროულად აღტაცებასა და განცვიფრებას იწვევს. თუ როგორ გამოსდის ჰოლის იდეალური ფორმის შენარჩუნება, ამას პირადი მსაჯი გვიყვება. ვარჯიშის გარდა, რეჟიმი სწორ კვებასაც ითვალისწინებს. ჰოლი დიდი ხანია რაც შაქრიან დიაბეტს ებრძვის, ამიტომ მისთვის ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არაა.
ადრიანა ლიმა
36 წლის სუპერმოდელი და ორი შვილის დედა, 20 წელია რაც Victoria's Secret-ის მოდელია. 2012 წელს, მან პოდიუმზე თეთრეული მეორე ქალიშვილის გაჩენიდან 2 თვის შემდეგ წარმოადგინა. გარეგნობის სწრაფად მოსაწესრიგებლად, მას კიკბოქსინგი და კეტოდიეტა ეხმარება.