ბავშვობიდან ვიცით, რომ ტკბილი საკვებისგან წონაში ვიმატებთ და შაქარი კბილებს აზიანებს. ამასთან ერთად, უფრო სერიოზული მტრებიც არსებობს, მაგალითად – თანამედროვე გოგონების პოპულარული მონოდიეტები, რომლებიც სასარგებლო ნივთიერებებს არ გვაწვდიან ჩვენს ჯანსაღ ღიმილსაც საფრთხეს უქმნის.
რძე
რძესა და რძის პროდუქტებს დიეტოლოგები კვების ბალანსის აუცილებელ კომპონენტებად მიიჩნევენ. უპირველესად, რძის პროდუქტები შიმშილის გრძნობას აცხრობს და საკვების გადაჭარბებული მიღებისგან გვიცავს; მეორე მხრივ, საჭმლის გადამამუშავებელ პროცესებს აუმჯობესებს, მესამე ის გახლავთ, რომ ძილის რეჟიმის გამოსწორებაში იღებს მონაწილეობას; მეოთხე – ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანისა და თმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს; მეხუთე – რძის პროდუქტები, კალციუმის სიმდიდრის გამო, საუკეთესოა კბილებისთვის. ვინაიდან რძე ყველას არ უყვარს, მისი ჩანაცვლება სხვა პროდუქტებით შეიძლება: იოგურტი (განსაკუთრებით –უცხიმო), კეფირი, ხაჭო… ყველა ეს პროდუქტი აუცილებელია, თუ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დიეტას ეძებთ.
კაკლისებრი პროდუქტი
თხილი და მზესუმზირა მინერალებისა და ვიტამინების ნამდვილი წყაროა და სასარგებლოა კბილის მინანქრისთვის. კედრის თხილი ვანადიუმს შეიცავს, რომელიც ძვლის ტვინის ქსოვილს აღადგენს. მასში შემავალი კალიუმი, ფოსფორი თუ მაგნიუმი კი გულისთვისაა სასარგებლო. თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“ – მზესუმზირის კბილებით გარჩევა ქრონიკულ ტრავმებს იწვევს. მაგალითად, მოტეხილობებს ცენტრალურ კბილებზე.
ვაშლი, მსხალი, ჭარხალი, პომიდორი…
ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობა ყველასთვის ცნობილია: მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ყველა სასარგებლო ნივთიერებით. მაგალითად, ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი და ა.შ. სავსეა ვიტამინით C, რომელიც ღრძილების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. სწორედ ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს ღრძილების შესიებას, ლამაზი ღიმილი კი ჯანსაღი ღრძილების გარეშე არ არსებობს. ამასთან ერთად, ზოგიერთი ხილის პატარა ნაჭრები, მაგალითად მანგოსი, შესაძლოა კბილებს შორის გაიჭედოს, რაც სამომავლოდ კარიესის წარმოქმნას უწყობს ხელს. ამის გამოსასწორებლად, მანგოს მიღების შემდეგ, პირის ღრუ კბილის ჩხირით საგულდაგულოდ გაიწმინდეთ. ამ შემთხვევაში, ხილის სარგებლიანობას მალე იგრძნობთ და კბილებიც მთელი და დაცული გექნებათ.
ყველა წვენი სასარგებლო არაა
ახლად დაწურული წვენები არც ისე „უდანაშაულოები“ არიან. მათში შემავალი მჟავა კბილის მინანქარზე უარყოფითად აისახება. მოკლედ, ლიმონისა და ძმრის მჟავა კალციუმის მოლეკულებს შლის, რის გამოც მინანქარი უფრო მსუბუქი ხდება. თუმცა წვენების რაციონიდან მთლიანად ამოღება მიზანშეწონილი არაა, რადგანაც ვიტამინ C-ს შეიცავს. პრობლემის გადასაჭრელად, წვენები საწრუპი ჩხირით, ზომიერი რაოდენობით მიირთვით, და გახსოვდეთ – წვენი ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს.
უარი თქვით გაზიან სასმელზე!
ჭიქა ტკბილი გაზიანი სასმელი 5-7 სუფრის კოვზ შაქარს შეიცავს. უიშვიათესია შემთხვევა, ადამიანი ჭიქა ჩაის ამდენ შაქარს აყოლებდეს. გაზიანი სასმელები ვერც წყურვილს გაგიქრობთ, რადგანაც უბრალოდ დროებით „ატყუებენ“ რეცეპტორებს და წყურვილის შეგრძნება კვლავ ბრუნდება. ბევრი შაქარი როგორც ორგანიზმისთვის, ისე კბილებისთვისაა საზიანო. შაქრის გარდა, გაზიანი სასმელები ფოსფორმჟავას შეიცავს, რაც კბილების მინანქარზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ზომიერად მიღებული ჩაი და ყავა
ჩაი და ყავა გაზიან სასმელზე უსაფრთხოა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქაც არსებობს. ამ სასმელების გადაჭარბებული მიღება კოფეინის შემცველობის გამო პიგმენტურ ნადებს აჩენს. ჩაისა და ყავის მიღების შემდეგ, პირის ღრუს წყლით გამოსუფთავებაა რეკომენდებული.
ყველაზე საშიში მტერი
შაქარი ნახშირწყალია, ნახშირწყლები კი კბილის მინანქრისთვის ყველაზე საზიანოა. ამასთან, შაქარს ჩვენს ორგანიზმში ასიმილაციისთვის კალციუმი სჭირდება, მას კი კბილებისგან იღებს. ამასთან, არა მხოლოდ შაქრის რაოდენობაა მნიშვნელოვანი, არამედ პირის ღრუში ყოფნის ხანგრძლივობაც. მაგალითად, შოკოლადისა და კარამელის შედარებისას, შოკოლადი ნაკლებად საზიანო გამოდის, რადგანაც კარამელს დიდხანს მივირთმევთ.
3 რჩევა სტომატოლოგისგან
თუ შაქარსა და ტკბილეულზე უარს ვერ ამბობთ, კბილების შენარჩუნებისთვის სტომატოლოგის რჩევები გაითვალისწინეთ:
• ნახშირწყლების მიღების შემდეგ, პირის ღრუ წყლით გაისუფთავეთ
• ტკბილეულის მიღების შემდეგ, კბილები გამოიხეხეთ
• საკვების ნარჩენების გასაქრობად, ჭამის შემდეგ, კბილის ჩხირი ან ძაფი გამოიყენეთ