ექსპერტი დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ წინა საქორწილო დიეტები ჩვეულებრივი დიეტებისგან უნდა განსხვავდებოდეს. ამ უმნიშვნელოვანესი დღის მზადების პროცესში მომავალი პატარძლების ორგანიზმი სტრესს განიცდის. წარმოგიდგენთ 4 საუკეთესო დიეტას, რომელიც პატარძლებს ფორმაში მოიყვანს და მათ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
#1 მბრწყინავი კანის დიეტა
ჰოლივუდის დიეტოლოგის კიმბერლი სნაიდერის აზრით, ქალის სილამაზის მთავარი ფაქტორი ჯანსაღი კანია. ამიტომაც, ექსპერტების რეკომენდაციით, ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, ქალბატონებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ გაზიანი სასმელი, ყავა და ფქვილის ნაწარმი. დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ 4-5 ხილი, 1 ბოსტნეულის სალათა, საღამოს კი თევზი. აღსანიშნავია, რომ მსგავს რაციონს იცავდა მეგან მარკლიც. დედამისმა გაგვიმხილა, რომ პრინცი ჰარის მეუღლე თინუსის სალათს, საღამოს კი ზღვის პროდუქტებს იღებდა. ასევე, აუცილებელია მიიღოთ ზეითუნის ზეთი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სახის ფერს უფრო ნათელს ხდის.
#2 მაგნიუმის ანტისტრესული დიეტა
ფსიქოლოგიურ მდგომარეობას საუკეთესოდ მაგნიუმის შემცველობის პროდუქტები აუმჯობესებს. დიეტოლოგები პატარძლებს ურჩევენ რაციონში წიწიბურა, ისპანახი, ყავისფერი ბრინჯი და ზღვის პროდუქტები დაამატონ. სეზამის მარცვლები საუკეთესო დანამატია. ჰოლივუდში მაგნიუმის დიეტის საუკეთესო გულშემატკივარი ჯესიკა ალბაა.
#3 ორგანიზმის გასუფთავების დიეტა
ორგანიზმის გაჯანსაღებას მაღალი შემცველობის ანტიოქსიდანტების პროდუქტები უწყობსხელს. ირინა შეიკმა დიდიხანია, რაც რაციონიდან გააქრო ყავა და ის მწვანე ჩაით ჩაანაცვლა. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ქორწილის მზადებისას კოფეინზე აუცილებლად უარი უნდა თქვათ. მის ჩასანაცვლებლად მცენარეული ჩაი და წითელი ღვინო დაგეხმარებათ. ჰოლივუდის დიეტოლოგი გვირჩევს ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი, ბადრიჯანი და ციტრუსები მივირთვათ, რადგანაც ისინი ანტიოქსიდანტებით მდიდარია. იდეალური ვარიანტია დილით კენკრის სმუზი, სადილზე თევზი ბოსტნეულით და ვახშამზე სალათა. ასევე, აუცილებელია ისპანახი.
#4 სწორი მუცლის დიეტა
იმისთვის, რომ კაბა სხეულზე იდეალურად გამოიყურებოდეს, ცერემონიამდე 2-3 კვირით ადრე სპეციალური რაციონით უნდა იკვებოთ. ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგი გვირჩევს დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სპეციალური სასმელი დავლიოთ, რომელიც წყლისგან, კიტრის ნაჭრისგან, ლიმნის წვენისგან, ჯანჯაფილისგან და პიტნისგან შედგება. უარი უნდა თქვათ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა საზამთრო, პარკოსანი პროდუქტები, მჟავე პროდუქტები და ციტრუსები.