მუდამ გვხიბლავს ანჯელინა ჯოლის გონიერება და არანაკლებ მისი სილამაზე. როცა მის გარეგნობას პლასტიკურ ქირურგიას აბრალებდნენ, მსახიობმა პირადი დერმატოლოგის მეშვეობით მათი წარმოდგენა უმალ შეცვალა. ჯოლი ახალგაზრდობიდან მოყოლებული რონდა რენდის მომსახურეობით სარგებლობს, ახლა კი შვილებსაც მათთან ატარებს. კოსმეტოლოგი მის შესახებ 5 საიდუმლოს გვიზიარებს:
#1 კანის მოვლა ადრეული ასაკიდან დაიწყო: "როცა გააცნობიერა, რომ მსახიობი იქნებოდა, კანის საგულდაგულო მოვლა დაიწყო. ბუნებრივად ყოველთვის ლამაზი იყო, ამიტომაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მსახიობი მსუბუქ გამწმენდ საშუალებას, ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებს და ნატურალურ კომპონენტებს იყენებს. მას არ სჭირდება სკრაბები, რომელთა შემადგენლობაშიც ბევრი ქიმიური ნივთიერებაა."
#2 მზისგან დაცვა: "მსახიობმა მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ახალგაზრდობიდანვე დაიწყო. იცოდა, რომ ულტრაიისფერი სხივები კანზე ნეგატიურად მოქმედებს და პიგმენტური ლაქების წარმოშობას ხელს უწყობს. ამასთან, მუდამ ქუდებს ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯოლი კანის დატენიანებასაც მიმართავს - მზისგან დაცვა სიბერის ნიშნების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.
#3 მარადიულობა: "ანჯელინა მოგზაურობებშიც უვლის კანს. ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებს მაინც იყენებს. ძალიან იშვიათად ლაზერით გასუფთავებასაც მიმართავს."
#4 მინიმუმი მაკიაჟი: "ჯოლი მაკიაჟს მხოლოდ სამსახურში ატარებს: ალბათ ამიტომაც გამოიყურება მისი კანი ასე კარგად დღემდე. მაკიაჟის მოშორებასაც ყურადღებით ანხორციელებს."
#5 კარგი გენები: "გაუმართლა, რომ დედისგან მშვენიერი კანი ერგო. დროსთან ერთად მისი კანი უფრო და უფრო საუცხოოა."