იმისთვის, რომ მაკიაჟი იდეალური შესახედაობის იყოს, ის სწორად გაწმენდილ და მოვლილ სახის კანზე უნდა წავისვათ. Met Gala-სა თუ მსგავს წვეულებებზე, სადაც ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე უამრავი ფოტოგრაფის წინაშე უწევთ გავლა, სილამაზის პროცედურები აუცილებელი ხდება. წლევანდელი წვეულების მაგალითზე დავაკვირდეთ თუ რა ხერხებს მიმართავს სხვადასხვა ვარსკვლავი.
მაგალითად, ევა ჩენმა შუქდიოდის ნიღაბი მოირგო. ტექნიკის ამ საოცრების წყალობით შეძლებთ ნაოჭებისგან და გამონაყარისგან გათავისუფლდეთ და კანი აღადგინოთ. ეს კი ინფრაწითელი სხივის მეშვეობით ხდება. პროცედურას გვერდი ვერც კიმ კარდაშიანმა აუარა.
ეშლი გრემმა ახალი ვარცხნილობა, ცხვირში ლაზერული ეპილაცია და დეკოლტის არეში ჟანგბადის თერაპია ჩაიტარა.
კარლი კლოსმა საფუძვლიანი მოვლისთვის კოსმეტოლოგს მიაკითხა - მან კანი ელექტრული იმპულსების წყალობით დაჭიმა. არც მედიტაცია დაავიწყდა.
სინდი კროუფორდი უფრო ტრადიციული ხერხების მიმდევარია. მან სახის მასაჟი არჩია.
ნატალია ვოდიანოვამ, ლილი კოლინზმა და ჯოან სმოლსმა მაკიაჟის დატანამდე სახის ნიღბები გაიკეთეს, რათა სახეს შიგნიდან ებრწყინა.