ყველა დროის სილამაზის ეტალონად აღიარებული ოდრი ჰეფბერნი, ყოველთვის განსაკუთრებული სტილით და არაჩვეულებრივი აღნაგობით გამოირჩეოდა. ოსკაროსანი მსახიობი სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც ინარჩუნებდა სასურველ წონას, თუმცა მისი უზომოდ წვრილი სხეული ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. ბევრი თვლის, რომ ეს ჰეფბერნის არასწორი კვების შედეგი იყო, თუმცა როგორც ნათელი ხდება, მსახიობი დიეტაზე არასდროს ყოფილა.
მსახიობს განსაკუთრებით იტალიური საკვები ჰყვარებია და მისი რჩეული კერძი სპაგეტი იყო პომიდვრის სოუსით, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც თავადვე ამზადებდა.
როგორც ოდრის დიდი ხნის პარტნიორი რობერტ უოლდერსი აღნიშნავს, მიუხედავად თავისუფალი კვების რაციონისა, ოდრის სეირნობა უყვარდა და ხშირად იყო ამ ფიზიკური აქტივობით დაკავებული, რითიც აიხსნება მისი სიგამხდრე, რობერტი ღიმილით აღნიშნავს, რომ მსახიობი მასზე ენერგიულიც კი იყო.
ოდრის ყოველდღიური კვების რაციონი ძალიან უბრალო და ჯანსაღი იყო. საუზმეზე წყვილი, როგორც წესი, შავ პურსა და ჯემს მიირთმევდა, სადილზე კი საკუთარ ეზოში მოყვანილ ბოსტნეულსა და ხორცეულს არჩევდნენ.
ოდრის ვახშმის ტრადიცია კი ქათმის სოუზი და ბოსტნეული ყოფილა, რის შემდეგაც, დესერტად შოკოლადითაც ინებივრებდა თავს.