პატარა ჯეილომ კინოში მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო, სიმღერებით კი მსოფლიო 1999 წლიდან დაიპყრო. საინტერესოა როგორ იცვლებოდა მისი სტილი უკანასკნელი 20 წლიანი კარიერის მანძილზე.
90-იანები
წარმატების მწვერვალისკენ სწრაფვისას ჯეილომ მაკიაჟში მთავარი ტრენდების გამოყენება დაიწყო. 27 წლის მომღერალი გამოკვეთილ წარბებს, ფერმკრთალ სახეს და მუქ ტუჩსაცხს ანიჭებდა უპირატესობას. ვარცხნილობა კი ძირითადად ხუჭუჭა თმა იყო.
2000-იანები
ამ დროს კი ჯენიფერი იმიჯში დიდ სითამამეს იჩენდა. წითელ ხალიჩაზე ყველა დროის საკულტო კაბით გამოჩნდა - დიდი დეკოლტით. თმა სწორი გახდა, მაკიაჟი კი უფრო გამომხატველი.
2001 წელს ლოპესი "ოსკარზე" მასშტაბური ვარცხნილობით გამოჩნდა.
ნელ-ნელა ვარსკვლავმა საფირმო იმიჯის შექმნა დაიწყო, ეს კი პირადი ვიზაჟისტის დაქირავებით დაიწყო. ჯეილო თბილ ფერებს ანიჭებდა უპირატესობას.
2010-იანი წლები
ახალი ათწლეულის დასაწყისში ლამაზმანმა smoky eyes-ს, მუქ ყავისფერ და ნაცრისფერ ტონალობებს მიმართა. მისი იმიჯის მთავარი მახასიათებელი ბრინჯაოსფერი ტუჩსაცხი გახდა.
ვარსკვლავის საყვარელი ვარცხნილობა მაღლა აწეული თმა და ხვეული თმაა. ბოლო წლებში ჯენიფერმა მოკლე ვარცხნილობის მორგებაც მოასწრო.
თანამედროვე ჯეილო გლამურული და სექსუალურია. ვარსკვლავის სილამაზის იდეოლოგია INGLOT-თან თანამშრომლობის დამსახურებაცაა. ჯენიფერმა ბრენდთან კოსმეტიკის საშუალებები შექმნა.