სტომატოლოგებმა პროდუქტის ის სახეობები დაასახელეს, რომელიც ტკბილეულზე მეტად აზიანებს ჩვენს კბილებს.
1. კრეკერი
მარილიანი კრეკერები ძლიერ ფერმენტირებადი საკვებია და დიდი დოზით სახამებელს შეიცავს. ამასთანავე, კრეკერი შეიცავს ბევრ ისეთ გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტსაც, რომელიც სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო საკვებს კიდევ უფრო კარიესოგენურად აქცევს.
2. ჩირი
გამომშრალი ხილი წყალს აღარ შეიცავს, ამიტომ მასში შაქრის ექსტრემალური კონცენტრაციაა და მსგავსი პროდუქტი პირის ღრუში კარიესს წარმოშობს.
3. აბები ხველებისთვის
ხველების საწინააღმდეგო აბები თითქმის ისეთივე შაქრის კონცენტრაციას შეიცავს, როგორსაც ტკბილეული, მაგრამ მსგავსი აბები პირის ღრუში შედარებით დიდხანს რჩება და ამიტომ გაცილებით უარესი ეფექტი აქვს ვიდრე მათ.
4. გრეიფრუტი
გრეიფრუტი ცნობილია მჟავური შემცველობით. მჟავის შემცველი საკვები კი აზიანებს და შლის კბილის ემალს.
5. ყავა
ყავა შეიცავს სათრიმლავ მჟავას, რომელიც იმდენად აზიანებს კბილს, რომ დილით მირთმეული ყავის ნარჩენებმა შესაძლოა კბილის შლა გამოიწვიოს. რაც უფრო მეტ ხანს რჩება ყავის ნარჩენები პირის ღრუში, მით უარესი ეფექტი აქვს მას კბილების ემალზე.
6. დიეტური სასმელები
დიეტური სასმელები ჩვეულებრივზე მეტ მჟავას შეიცავს, რადგან როდესაც სასმელი ბუნებრივ შაქარს არ შეიცავს, გემოს მისაღებად მას ფოსფორული მჟავებს ამატებენ.