მაკიაჟისთვის რაიმე ახალ ექსპერიმენტებს ეძებთ? მაშინ ჰოროსკოპის რჩევებიც გაითვალისწინეთ. წარმოგიდგენთ პროფესიონალი ასტროლოგის რეკომენდაციებს: როგორი მაკიაჟი უნდა მოირგონ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა.
ვერძი
ვერძის მაკიაჟი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ნიშნის ენერგიულ ხასიათს და მიზანმიმართულობას. იდეალური ვარიანტი კლასიკური მაკიაჟია: იდეალური სახის კანის ფერი, ტუში და წითელი ტუჩსაცხი.
კურო
კაშკაშა ტონალობები კუროს ვულგარულად ეჩვენება. მას გაურბიან და ცდილობენ მუდამ ბუნებრივად გამოიყურებოდნენ. ვარდისფერი, ნაცრისფერი, ხორცისფერი, ვერცხლისფერი - მაკიაჟის იდეალური ფერებია. ასევე მას მწვანე, ყავისფერი და ქვიშისფერი მოუხდება.
ტყუპები
ტყუპები კონტრასტულ მაკიაჟს და მშვიდ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. მათი მთავარი ზონა ლოყებია. გამოყავით ისინი თუ შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.
კირჩხიბი
მათ კაშკაშა ტონალობები ხდით წარმატებულს. ამგვარი მაკიაჟით ისინი უნიკალურები ხდებიან, თვალები კი მარგალიტებს მოგვაგონებს.
ლომი
ლომის მთავარი ფერი კი ოქროსფერია. მათი მაკიაჟი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ოქროსფერ ჩრდილებს და ალისფერ ტუჩსაცხს.
ქალწული
ქალწულები ბუნებისგან მონჭებული გემოვნებიანობის შეგრძნებით გამოირჩევიან. ფიზიკურად მოწესრიგებულები შინაგანად კი მგრძნობიარეები არიან. მათ მსუბუქი, ნაზი ელვარება სჭირდებათ.
სასწორი
ფირუზისფერი და ყვითელი - სასწორი ქალბატონების მაკიაჟის მთავარი ფერებია. აქცენტი ყოველთვის ტუჩებზე უნდა გაკეთდეს. სასწორს ყველაფერი შეიძლება დაავიწყდეს ტუჩსაცხის გარდა!
მორიელი
მორიელი მაკიაჟის გაკეთებისას სრულყოფილებისკენ ილტვის. მკაცრ და სწორ ხაზებსა და კონტურებს იკეთებს და ლოყებს გამოყოფს.
მშვილდოსანი
სექსუალური და გამომწვევი მშვილდოსანი ყოველთვის ანათებს. მაგალითად ოქროსფერ-იისფერი გამა, რომელიც შინაგანი ენერგიას გადმოსცემს, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უხდებათ.
თხის რქა
დეკორატიული კოსმეტიკის ფერები ჩამქრალი უნდა იყოს. ქალ თხირქას ყავისფერი ტონალობები უხდება: ღია ფერიდან შოკოლადისფერ ტონალობამდე. აქცენტის სახით კი კარამელისფერი ტუჩსაცხი მოუხდებათ.
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლებს 1 კოსმეტიკური საშუალების შეძენაც აკმაყოფილებთ, რომელიც მოდური ფერის ან მასალის იქნება. მაგალითად თაფლისფერი ტუჩსაცხი.
თევზები
მისი თვალების მაკიაჟი ღრმა უნდა იყოს, ტუჩები კი ელვარე. ქალ თევზებს ჩარჩოებში მოქცევა არ უყვარს და ტუჩის ფანქარსაც არ იყენებს. თევზებს ცივი ტონალობები უხდებათ. მაგალითად, ცისფერი ან იისფერი. კაშკაშა ტუჩსაცხი კი მათ სენტიმენტალურ და მგრძნობიარე ბუნებას გამოკვეთს.