არსებობს გამონათქვამი: "თუ თვალები სულის სარკეა, მაშინ წარბები მისი სავიზიტო ბარათია". თითოეული ადამიანი ამ ბუნებრივი შტრიხით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მისი ფორმა ხშირად მასისგან გამოყოფის საშუალებას წარმოადგენს. Gucci-ის უკანასკნელ შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე ერთიანი წარბების ტრენდი იყო წარმოდგენილი, ინსტაგრამზე წარმატებული გოგონები კი წარბების "შესამკობად" ყოველდღე ახალ ტრენდებს იგონებენ. წარბების მეშვეობით, იმიჯზე მთავარი აქცენტი ხშირად კეთდება.
მხატვარი ფრიდა კალო მას იმიჯის შეუცვლელ შტრიხად იღებდა და შემოქმედებაში ხშირად აკეთებდა მასზე ფოკუსირებას. ასევე იქცეოდა 40-იანი წლების მსახიობი ლორენ ბეკოლი. განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად, წარბების ფორმა მის როლებს განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდიდა.
წარბებს ასეთივე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მარლენ დიტრიხისთვისაც.
წარმოგიდგენთ საკულტო ფორმის წარბების მქონე ლამაზმანებს ადრეული წლებიდან დღემდე:
გრეტა გარბო, მერილინ მონრო
ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი
გრეის კელი, ქეთრინ დენევი
ელი მაკგრაუ, მარისა სკიაპარელი
ბრუკ შილდსი, მადონა
შადე, რუნი მარა
ემილია კლარკი, კარა დელევინი