გაზაფხული ექსპერიმენტების პერიოდია, განსაკუთრებით კი თმის შეღებვის კუთხით. თმის სხვადასხვა ფერით შეღებვა განწყობასაც აგიმაღლებთ და იმიჯსაც გაგიხალისებთ.
#1 თმის შეღებვის შემდეგ თავი ორი დღის განმავლობაში არ დაიბანოთ. რაც უფრო დიდხანს გაძლებთ, მით უკეთესი. იმისთვის, რომ დრო შეამციროთ, თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი კარგი შამპუნი და ბალზამი შეიძინეთ, სასურველია ისინი ერთი და იგივე ბრენდს ეკუთვნოდეს.
#2 რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ ფენი. თუ ის მაინც გჭირდებათ, თერმულ დაცვას მიმართეთ.
#3 რაციონში დაამატეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს: С და В. ისინი ამაგრებენ თმის ფოლიკულებს და მას უფრო მეტად მკვრივს ხდიან. კიდევ მიირთვით ცილები, ისინი კერატინს გამოიმუშავებენ.
#4 ეცადეთ მზეზე ქუდის გარეშე არ იმოძრაოთ, რადგანაც მზე მას აშრობს. ასევე, ცურვის დროსაც დაიფარეთ რამე.