მრავალი ქალისთვის მოკლე ვარცხნილობა რისკია, რომელზეც იშვიათად მიდის, თუმცა ნაწილმა ამ სტილში საკუთარი თავი ყველაზე უკეთ იპოვა. მოკლე თმა ქართველმა სახეებმაც არაერთხელ მოირგეს, მათგან ბევრი ასეთ ვარცხნილობას დღესაც ატარებს. ტენდენცია 2018 წელსაც არ კარგავს აქტუალობას.
ნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე მრავალი წელია ე.წ ,,ბიჭურ“ ვარცხნილობას ატარებს, ძირითადად ქერად შეღებილი თმის ფერი კი იშვიათად, ტონებით განსხვავდება.
თიკა ფაცაცია
ტელეწამყვანი და მომღერალი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს და ბევრნაირი თმის ფერი ჰქონია. ის არც მოკლე ვარცხნილობას მორიდებია.
დიანა ჯოჯუა
ცნობილ ეკრანულ სახეს უკვე დიდი ხანია რაც მოკლე ვარცხნილობისთვის უპირატესობა მინიჭებული აქვს, ის საკმაოდ თამამ ექსპერიმენტებზეც მიდის.
მაკა ზამბახიძე
მომღერალი თავდაპირველად აუდიტორიის წინაშე გამოჩენისას გრძელ, მუქი ფერის თმას ატარებდა, თუმცა ბოლო წლებია, რაც იმიჯი შეიცვალა და გრძელ თმას დაემშვიდოდა.
ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი მოკლე ვარცხნილობას და ქერა თმას წლების მანძილზე ატარებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი უამრავ ექსპერიმენტს მიმართავს, მას თმის ფერის შეცვლაც ისევე უყვარს, როგორც ფერადი ტანსაცმელი. ხშირად მისი ვარცხნილობა მოკლედ შეჭრილი თმაა.
ნინი ნებიერიძე
ცნობილი ქართველი მოდელი თამამი ახალგაზრდაა, რომელმაც წლების წინ გრძელი თმა შეიჭრა და მას შემდეგ ძირითადად მოკლე თმას ატარებს.
ნუკა გვალია
მომღერალი ვარცხნილობას და თმის ფერს ხშირად იცვლის, არც თმის აპარსვას ერიდება.
მაია ასათიანი
წლების მანძილზე ცნობილი ტელეწამყვანი ბევრნაირი ვარცხნილობით გვახსოვს, უმეტესად ის მოკლედ შეჭრილი თმაა.