ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სათვალის ტარება საწინააღმდეგო სქესის თვალში გაცილებით სექსუალურს გხდის. მაგრამ, მისი არჩევა არც ისე მარტივი საქმეა, ხანდახან საათობით ვდგავართ სარკესთან და სხვადასხვა ფორმის სათვალეს ვისინჯავთ. ამ გადაწყვეტილების გასამარტივებლად, წარმოგიდგენთ რჩევებს თუ როგორი სახის ფორმას როგორი სათვალე უხდება.
#1 მოგრძო
როცა სახე უფრო მეტად გრძელია, ვიდრე ფართო. შუბლი, ლოყები და ყბა თითქმის ერთი და იგივე სისქისაა.
სათვალე: დიდი და ფართო
#2 გული
გამოკვეთილი ნიკაპი, ფართო ლოყები და უფრო ფართო შუბლი
სათვალე: ავიატორის მსგავსი.
#3 კვადრატული
სახის სიგრძე და ლოყიდან ლოყამდე ადგილი ერთმანეთს უტოლდება. ნიკაპი, ლოყები, შუბლი ერთნაირი ზომისაა.
სათვალე: ვიწრო ოვალური ან მართკუთხა ჩარჩო მრგვალი რკალებით
#4 ოვალური
სახე უფრო მეტად მოგრძოა ვიდრე ფართო. შუბლი ყბაზე უფრო ფართოა.
სათვალე: ჩარჩო, რომელიც მაღლა უფრო მსხვილია, ვიდრე დაბლა
#5 მრგვალი
სახე იმდენად გრძელია, რამდენადაც ფართო. შუბლი და ყბა უფრო თხელია, თუმცა ერთნაირი პროპორციის.
სათვალე: ოთხკუთხა ან მართკუთხა ფორმა გამოკვეთილი კუთხეებით
#6 ალმასი
განიერი ყბები, გამოკვეთილი ნიკაპი, თხელი შუბლი
სათვალე: მრგვალი ფორმა, არ უნდა იყოს იმაზე ფართო ვიდრე ლოყები