ტოპ-მოდელი და ტელეწამყვანი ტაირა ბენქსი იდეალურად გამოიყურება, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ამის შესახებ მან მემუარებში თამამად განაცხადა. მის შემოქმედებას ეწოდება: "სრულყოფილება მოსაწყენია". ტაირას თქმით, კარიერის დასაწყისში მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა:
"ცხვირში ძვალი მქონდა, რომელიც ცუდად იზრდებოდა. ნორმალურად სუნთქვა არ შემეძლო და კოსმეტიკური ოპერაცია გავიკეთე. ამაში გამოგიტყდებით. ჩემი თმა და ცხვირი ნამდვილი არაა და მაქვს სიმამაცე ეს ვაღიარო."
მოდელი მაკიაჟის თემასაც შეეხო:
"როგორც მოდელი, მაკიაჟს ვსაჭიროებ. არ ვთვლი რომ ეს არასწორია. ასეთია თამაშის წესები"
ტაირამ ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივი სილამაზე უსამართლოა. ვარსკვლავს არ ესმის, ქალები, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევიან, რატომ აკრიტიკებენ იმ ქალებს, რომლებიც მსგავსი სილამაზის მიღწევას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.
"მშვენიერია, როცა მოგწონთ თუ როგორ გამოიყურებით. მაგრამ, თუ რაიმე გაღელვებთ, უამრავი ხერხი არსებობს იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიოთ. დროებით თუ მუდამ, თქვენი გადასაწყვეტია."