ასტროლოგიური პროგნოზი ადამიანზე ხშირად ბევრ რამეს გვიყვება: რა ელის მომავალი თვის განმავლობაში, ვისთან უნდა ერიდოს ურთიერთობის წამოწყებას, რა ადგილი აირჩიოს დასასვენებლად და აშ. ამჯერად ასტროლოგები სილამაზის სფეროს შეეხნენ.
წარმოგიდგენთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილ არომატს:
#1 ვერძი
Chanel № 5
ხასიათის თვისებები: ენერგიული, იმპულსური, ვნებიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული
ციტრუსთან შერეული ყვავილის სურნელი იდეალური შეხამებაა გოგონებისთვის, რომლებიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ. ციტრუსი სტიმულის შეგრძნებას გვაძლევს და გონების აქტივაციას ახდენს. აირჩეთ სუნამო, რომელიც მოიცავს ამერიკული ვარდის, ჟასმინის, ჯანჯაფილისა და ფიჭვის არომატს.
#2 კურო
Kenzo Once Upon a Time pour Femme
ხასიათის თვისებები: იმედიანი, მომთმენი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ერთგული და გულწრფელი
კუროს მცენარე - აყვავებული ვარდია, ამიტომაც ვარდის სურნელისგან დამზადებული სუნამო მოუხდება. კურო მიწის ნიშანია, რაც ნიშნავს იმას, რომ სანდლის ხე, ცოტაოდენი სანელებლები და მსუბუქი ტყის სურნელი მის ექსპრესიულ ხასიათსა საუკეთესოდ გამოკვეთს.
#3 ტყუპები
Chloe Love Story
ხასიათის თვისებები: გონებამახვილი, აქტიური, ყურადღების ცენტრში ყოფნის მსურველი
ტყუპებს მარტივი, ენერგიული არომატი შეეფერებათ, ციტრუსების სურნელით. საუკეთესო ვარიანტი ვარდისფერი გრეიფრუტია - ის მის ნატურას დაამშვიდებს და მოდუნების საშუალებას მისცემს.
#4 კირჩხიბი
Atelier Cologne Jasmin Angélique
ხასიათის თვისებები: მშვიდი, მზრუნველი, შემოქმედებითი ნატურის მქონე
სილამაზის საკითხებში ბუნებრიობასა და რომანტიკულობას კირჩხიბზე მეტად არავინ აფასებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თეთრი ყვავილების არომატი შეეფერებათ: თეთრი ვარდი და იასამანი, გარდენია, ჟასმინი. ცადეთ ექსპერიმენტები და აურიეთ რამდენიმე ყვავილი ერთად.
#5 ლომი
Vilhelm Parfumerie Dear Polly
ხასიათის თვისებები: ვნებიანი, თავდაჯერებული, თავისუფლებისმოყვარე, ამბიციური.
არ აქვს მნიშვნელობა რა ყვავილებს მოიცავს თქვენი სურნელი, მთავარია შთამბეჭდავი და საინტერესო იყოს. ლომებს ყურადღების მიპყრობა და აღტაცებული მზერის დაჭერა ხიბლავთ. თბილი არომატები თქვენთვის საუკეთესოა.
#6 ქალწული
Elizabeth Arden Always Red Femme
ხასიათის თვისებები: მორცხვი, იმედიანი, პრაქტიკული და პერფექციონისტი
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა საუკეთესო არომატი ვანილის სურნელია - ის თქვენს ნაზ ბუნებას და ხასიათს გამოკვეთს. ქალწულებს ასევე ლავანდის და შროშანას არომატები უხდებათ.
#7 სასწორი
Marc Jacobs Daisy
ხასიათის თვისებები: რომანტიკული, მორიდებული, მშვიდობისმოყვარე და ოდნავ კეკლუცი
სასწორები სუნამოს ჯადოქარივით პროფესიონალურად იყენებენ. მათთვის მთავარია სურნელი მიმდინარე სეზონს, ხასიათს ან კონკრეტულ შემთხვევას შეესაბამებოდეს. მათ მსუბუქი და ელეგანტური სურნელი მოუხდებათ: კლასიკური ყვავილის არომატით.
#8 მორიელი
Aerin Mediterranean Honeysuckle
ხასიათის თვისებები: ემოციური, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი, გახსნილი
იდეალური სურნელის საპოვნელად პარმიუმერულ მაღაზიაში გარკვეული დროის გატარება მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ქრიზანთემას, ნემსიწვერასა და ევკალიპტს. იდეალური სუნამო ტკბილი ცხრატყავასგან და გრეიფრუტისგან შემდგარი Aerin Mediterranean Honeysuckle-ა.
#9 მშვილდოსანი
Tom Ford Santal Blush
ხასიათის თვისებები: ოპტიმისტი, თამამი, ბრძენი, აქტიური, კომუნიკაბელური
მშვილდოსნებს თითქმის ყველა არომატი შეეფერებათ: ციტრუსებიდან დაწყებული ყვავილებით დამთავრებული. თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ისეთი არომატის სუნამოები, როგორებიცაა: ზაფრანა, წიწაკა, დარიჩინი, მიხაკი... ამ სუნამოში კისანდალის ხეს ეგზოტიკური სანელებლები ერწყმის.
#10 თხისრქა
YSL Mon Paris
ხასიათის თვისებები: ერთგული, თავშეკავებული, მგრძნობიარე, მომთმენი, დამოუკიდებელი
მათთვის იდეალური არომატი თბილი უნდა იყოს, სადაც მთავარი ინგრედიენტი სანდალის ხე იქნება. სურნელოვანი და საკულტო - სწორედ მსგავსი სუნამო მოგიხდებათ. ამ სურნელში კი ხილი საოცარი შეხამებით გვევლინება.
#11 მერწყული
Ever Bloom Shiseido
ხასიათის თვისებები: მეგობრული, იდუმალი, გულწრფელი, დამოუკიდებელი და მოულოდნელობებით აღსავსე
ბუნების მსუბუქი არომატები ნებისმიერ თქვენს იმიჯს მოუხდება. მერწყულის სუნამო უნდა შეიცავდეს ფორთოხლის ყვავილს, ხილის არომატებს, სანდალის ხეს და ნემსწივერას.
#12 თევზები
Miss Dior Le Parfum
ხასიათის თვისებები: შემოქმედებითი, მგრძნობიარე, გახსნილი
თევზებს თეთრი ორქიდეის, იის, ნარცისის, ლილიას და გარდენიის არომატები მოუხდებათ - ყველგან ყვავილების სურნელი!იდეალური სურნელი ტკბილი ვანილია, რომელსაც აღმოსავლურ ყვავილებთან ერთად "მის დიორი" აერთიანებს.