ბოლო პერიოდში შავგვრემანმა კაილი ჯენერმა გულშემატკივრები იმიჯის რადიკალური ცვლილებით გააოცა. ტელევარსკვლავმა თმა პლატინის ტონალობის ქერად შეიღება. ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი ბევრი ადამიანის დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომენტარებში ბევრი აღნიშნავს, რომ მოდელს ქერა ძალიან შეეფერება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი იმიჯი გასულ წელს მისმა უფროსმა დამ, კიმ კარდაშიანმა მოირგო.
კაილი ჯენერს ექსპერიმენტები ხიბლავს და სილამაზის ტრანსფორმაციაში პირადი სტილისტი ტოკიო სტაილზი ეხმარება.