არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგი ღვინის მსგავსად, ასაკს უფრო და უფრო იხდენენ, მაგრამ არსებობს იანგ დანი - ჩინელ ქალბატონს ტელევიზიაში ამინდის პროგნოზი 1996 წლიდან დღემდე მიჰყავს. რაც ყველაზე მთავარია, ამდენი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ შეცვლილა. ჩინეთში ამინდს ერთი და იმავე გარეგნობის გოგონა უკვე 22 წელია გადმოსცემს.
პირველი ჩაწერისას 22 წლის იყო, ახლა კი 44 წლისაა. ამბობენ, რომ აზიელ ქალებს საოცარი გენები აქვთ და ფორმას ეფექტურად ინარჩუნებენ, თუმცა იანგის მაინც ყველას უკვირს.