პოპ-ვარსკვლავმა ამერიკული ჟურნალის Paper-ის ყდა დაამშვენა. აღსანიშნავია, რომ კრისტინა აგილერას ფოტოსესიაში არანაირი კოსმეტიკა არ აქვს გამოყენებული. გამოცემამ მომღერლის ტრანსფორმაციაზე გააკეთა აქცენტი - კრისტინა აგილერას შეუძლია მრავალფეროვანი იყოს.
ჟურნალთან მიცემუმ ინტერვიუში ვარსკვლავი გამოტყდა, რომ ექსპერიმენტები მუდამ იზიდავდა, უყვარდა თეატრალური ხელოვნება, ქმნიდა სიუჟეტებს, თამაშობდა პერსონაჟებს და ამ ყველაფერს ვიდეოზე იწერდა. საკუთარი ბუნება ახალ ფოტოსესიაშიც საუცხოოდ წარმოაჩინა.
ამასთან, აგილერამ შვილების აღზრდაზეც ისაუბრა. არტისტის აზრით, მისთვის მთავარია ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ, მტკიცედ იდგნენ ფეხზე, იცოდნენ რა სურთ და არ ჩაიციკლონ გარშემომყოფთა აზრზე. აგილერას ორი შვილი ჰყავს, ვაჟიშვილი მაქსი და ქალიშვილი სამერი.