კიმ კარდაშიანის ერთი რიგითი დღე საათობრივადაა გაწერილი: 37 წლის ვარსკვლავი 2 მცირეწლოვან და ერთ ახალდაბადებულ შვილს უვლის, ტელეშოუში იღებს მონაწილეობას, საკუთარ საიტს და აპლიკაციას მართავს, ფოტოსესიებს იღებს და კოსმეტიკური ხაზისთვის ახალ საშუალებებს ქმნის. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კიმს მუდამ იდეალური ვარცხნილობა და მაკიაჟი აქვს. ახალ ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა თუ როგორ გამოსდის რეგულარულად ფორმაში ყოფნა.
"როცა მაკიაჟს დამოუკიდებლად ვიკეთებ, მხოლოდ 10 წუთს ვრხაჯავ. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. გარშემო ბავშვები დარბიან, ყვირიან და დიდხანს მომზადებას არ მაცლიან, რადგანაც მოცდა არ შეუძლიათ. დედობამ დროის ეკონომია მასწავლა, როგორ უნდა ვაკეთო ბევრი საქმე ერთდროულად და მაქსიმალურად სწრაფად."-აცხადებს კეინი უესტის მეუღლე.
კიმი ასევე გამოტყდა, რომ საკუთარი თავის მოვლას დროს მხოლოდ საღამოს 10 საათის შემდეგ უთმობს. როგორც კი ბავშვები დაიძინებენ, ის სახლში კოსმეტოლოგს იძახებს. "ხანდახან ჩემ ფოტოებს ვუყურებ და ზუსტად ვხვდები რა არ მომწონს ჩემში. ვიძახებ კოსმეტოლოგს და ვეუბნები: "ჩემ სახეს ძინავს. მოდი ის კანის დრეკადობის ეფექტით გამოვაფხიზლოთ. და მეთანხმება." ვარსკვლავმა დაამატა, რომ დები მას გიჟად თვლიან, რადგანაც სახის მოვლის მსგავსი რეჟიმი არანორმალურად მიაჩნიათ: "ღამის 10 საათის შემდეგ კოსმეტოლოგის გამოძახება ძალიან მჭირდება. პროცედურის შემდეგ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ეს მამშვიდებს და იმ ქაოსისგან თავის დაღწევაში მეხმარება, რომელიც სახლში ყოველდღეა გამეფებული."