დღეს, ცნობილი დები ბელა და ჯიჯი ჰადიდები მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მოდელები არიან. მოდის საზოგადოება მათი სილამაზით და ქარიზმით აღტაცებულია, ცნობილი ბრენდები კი ჰადიდებს მრავალმილიონიან კონტრაქტებს სთავაზობენ. მიუხედავად საყოველთაო წარმატებისა, ბელას და ჯიჯის სხვა გოგონების მსგავსად საკუთარ გარეგნობაზე გარკვეული კომპლექსები აწუხებთ.
უკანასკნელ ინტერვიუში ბელამ თავის თინეიჯერობის კომპლექსზე ისაუბრა. სუპერმოდელის თქმით ის დიდხანს ებრძოდა ზედმეტ წონას და საკუთარი წარბების ფორმა არ აკმაყოფილებდა:
"ძალიან წვრილი წარბები მქონდა, ისევე როგორც მამას. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი. არ ვიცოდი რა შეიძლებოდა წარბებისთვის გამეკეთებინა. მაგრამ ახლა, ბევრი კოსმეტიკა არსებობს, რომელიც ნებისმიერი ფორმის კორექტირებაში გვეხმარება და უკვე პროფესიონალი გავხდი. ვფიქრობ, წარბები ქალისა და მამაკაცის სახის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი ნაწილია და მისთვის ფორმის შეცვლის შესაძლებლობა რევოლუციური მნიშვნელობის გახდა."
ასევე მოდელმა აღნიშნა, რომ სახის კონტურინგის ტექნიკის ფანია, მაგრამ მას ყოველდღე არ იყენებს.