"სპორტის სხვადასხვა სახეობას მივსდევ - ჯირითობიდან დაწყებული ხელბურთით დამთავრებული, მაგრამ ბავშვობიდან მხოლოდ ბოქსი მეხმარებოდა გათავისუფლებაში." - აღიარებს ჯიჯი ჰადიდი. მის მსგავსად, ამ სპორტის მოყვარული სხვა ცნობილი ქალბატონებიც არიან: ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლოპესი, ანდრა ბალოკი და სხვები. ცნობილი ქალბატონები რინგის ერთგული გულშემატკივრები არიან. მაგრამ, საინტერესოა, კონკრეტულად რა იზიდავთ ამ სპორტში და რატო უნცა გავამახვილოთ ბოქსზე ყურადღება:
#1 ბოქსი კოორდინაციის უნარს აუმჯობესებს
სხვადასხვა კომბინაციების შესრულებით საკუთარი სხეულის უკეთ მართვას შეძლებთ.
#2 ბოქსი გახდომას უწყობს ხელს
ის მშვენიერი კარდიოვარჯიშია: შეგიძლიათ გაზარდოთ დატვირთვა და ინტენსივობა, ამის მეშვეობით კი ძალიან მალე ჩადგებით სასურველ ფორმაში. ბოქსი ფიგურის ლამაზი რელიეფის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.
#3 ბოქსი ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას ხსნის
ნეგატიური ემოციების დაცლა სწორედ მისი მეშვეობით შეგიძლიათ.