Tomb Raider-ში ალისია ვიკანდერის ფიზიკურ მომზადებას და სხეულის ფორმას მსოფლიო აქტიურად განიხილავს. თავდაპირველად, სურათს სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგანაც ანჯელინა ჯოლის შემდეგ ამ როლზე ალისია ვიკანდერის ტიპაჟი ბევრs ვერ წარმოედგინა. მაგრამ, შვედმა ლამაზმანმა ყველას გაოცება შეძლო. მისი მწვრთნელი მაგნუს ლიგდბეკი გოგონას პროგრესის განვითარებას გვიზიარებს.
"ბევრი ადრეული დილა და შრომა, რომელმაც შედეგი გამოიღო."-მწვრთნელის დადებულ ვიდეოში ალისია მზის ამოსვლასთან ერთად ვარჯიშობს. კუნთებს ავარჯიშებს და დახტის.
მეორე ვიდეოში კი მაგნუსი აღიარებს: "მაოცებს, თუ როგორ უძღვნის ამ როლს ალისია მთელ ძალისხმევას. ნამდვილი ჩემპიონივით ემზადება"
მსახიობმა მომზადების სირთულეზე თავადაც ისაუბრა: "ფორმაში ჩადგომისთვის 4 თვე დამჭირდა. მსგავსად ხელები არასდროს დამიტვირთავს. ბალეტს ვცეკვავდი და მწვრთნელმა მითხრა, რომ ეს საკმარისი არ იყო. ვფიქრობდი რომ კუნთები სამუდამოდ დამრჩებოდა, მაგრამ ვარჯიშის შეწყვეტიდან 3 კვირის შემდეგ მე ისინი დავკარგე.
ფილმის "ტომბ რაიდერის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 15 მარტს შედგა
სეანსების ხილვა შეგიძლიათ აქ