კარდაშიანების ოჯახი მოდის და სილამაზის საკითხებში შემოსავალს ადვილად მოიპოვებს. კოსმეტიკის ხაზი KKW Beauty კიმ კარდაშიანმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გამოუშვა, ამ დრომდე კი გაყიდვებიდან შემოსულმა თანხებმა 14 მილიონ დოლარს მიაღწია.
ამჯერად კიმმა ასაკთან მიმართებაში პოზიტიური მესიჯის გავრცელება განიზრახა და სილამაზის სარეკლამო კამპანიაში დედა და ბებია მოიპატიჟა. თუ 62 წლის კრის ჯენერი ტაბლოიდებზე ხშირად ჩნდება და შვილების ყველა წამოწყებას მხარს უჭერს, 83 წლის მერი ჯო ჰოუტონს ყურადღების მიქცევა არ უყვარს. ფოტოსესიის ყველაზე უფროს მონაწილეს თითქმის კრისის ასაკის შესახედაობა აქვს.
კოლექცია, რომელსაც ქალბატონები არეკლამებენ, 20-დან 85 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვისაა.