ანჯელინა ჯოლის ტუჩები დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად. ბევრი ქალბატონი პლასტიკურ ქირურგს სწორედ ანჯელინას მსგავსი ტუჩების გამო აკითხავდა.
ახლა სილამაზის სტანდარტები შეიცვალა, თუმცა "ფუმფულა" ტუჩები კვლავ სექსუალურად ითვლება. ახალი კვლევის გამო 35 ქვეყნიდან 560 პლასტიკური ქირურგი გამოკითხეს. ექიმებს ფოტოების მიხედვით ყველაზე სექსუალური ტუჩები უნდა დაესახელებინათ. კონკურსის უპირობო ლიდერი კი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. მსახიობის ნაკვთები სილამაზის ახალ იდეალად ითვლება. თუ ადრე, ქვედა ტუჩი ზედაზე უფრო მოცულობითი უნდა ყოფილიყო, ახლა პროპორციები ერთმანეთს გაუტოლდა.
თითქმის მსგავსი ღიმილით როზი ჰანტინგტონიც დაიკვეხნის.