2016 წლის Victoria's Secret-ის შოუზე ბელა ზედმეტი სიგამხდრის გამო გააკრიტიკეს. ამ ფაქტს მოდელი ძალიან ემოციურად მიუდგა: "ასე ძლიერად გახდომა მართლა არ მსურდა და ახლა მკერდის და უკანალის დაბრუნება მინდა. ჩემი ბრალი არაა, რომ ინდუსტრიაში მოდელების მიმართ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია."-განაცხადა მოდელმა და 2017 წლის თებერვლიდან სტრატეგია შეცვალა: მან აქცენტი სპორტზე გააკეთა და რაციონის წესებიც შეცვალა.
2016
2017
#1 ბლითი ან ფუნთუშა საუზმეზე
"თუ თავისუფალი დილა მაქვს მოხარშულ კვერცხს და სოსისს მივირთმევ, მაგრამ როცა დრო არ მაქვს, კვერცხის სენდვიჩს ვჭამ."
ეს სწრაფი, გემრიელი და სასარგებლო არჩევანია.
#2 ცილები სადილზე
მაგალითად, ორაგულის სტეიკი ან ქათმის მკერდი ბოსტნეულის გარნირით.
"საჭიროა ენერგია იმისთვის, რომ 20 საათი ფეხზე იდგე, ამიტომაც ცილებით სავსე საკვების მირთმევა მიყვარს".
ბელა პატარა პორციებს ჭამს, თუმცა ხშირად.
#3 სწრაფი კვების არ ეშინია
უმცროსი ჰადიდი პიცაზე გიჟდება და ამის გამხელას არ ერიდება.
"მომწონს, როცა თავს ჯანსაღად ვგრძნობ, მომწონს ლამაზი სხეული. ყველაზე მკაცრ პერიოდებში, როცა საკვების მირთმევისგან თავს ვიზღუდავ, მაშინაც ვაძლევ თავს საშუალებას მივირთვა ის პროდუქტი რაც მსურს."
#4 სვამს მწვანე წვენებს, ჯანჯაფილის ჩაის და შავ ყავას
გადასაღებ მოედანზე ბევრ მწვანე სასმელს ვუკვეთავ ან თერმოსით ვატარებ. ზოგადად ყავა მიყვარს და 3 ჭიქა ესპრესოს გარეშე თავს ადამიანად ვერ ვგრძნობ."
მაგრამ, დღის დაწყებას არა ყავით, არამედ ლიმნიანი წყლით იწყებს. ასევე, მეგობრის, კენდალ ჯენერის მსგავსად, მოდის კვირეულებისთვის სპეციალურ დეტოქს დიეტას იცავს: დღეში 12 ჭიქა ჩაი გამწმენდი ეფექტით.
#5 აუცილებლად იღებს ვახშამს
"ადრე, სანამ აქტიური მოდელი გავხდებოდი, ვახშამს ჩემით ვიმზადებდი, მაგრამ ახლა გამზადებული კერძის შეძენა მიწევს."
ბელას ძალიან უყვარს ჩაშუშული ისპანახი
#6 ყოველდღე 3 საათი სავარჯიშო დარბაზში
კარდიო, ძალისმიერი ვარჯიშები და ბოქსი.