ზამთარში პირველ რიგში ჩვენი ხელები ზიანდებიან სიცივისგან. იმისთვის, რომ ხელის მტევნებზე კანი ისევ სასიამოვნო გახდეს, რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო.
#1 სწორი საპონი აირჩიეთ
საპნის არჩევისას ყურადღება მის შემადგენლობას მიაქციეთ. მის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ზედაპირულად აქტიურ საშუალებებს. სჯობს უპირატესობა ნატურალური კომპონენტებით შემდგარ პროდუქტებს მიანიჭოთ.
#2 დაიცავით კანი ქუჩაში
აუცილებლად ატარეთ ხელთათმანები. ქუჩაში გასვლამდე 30 წუთით ადრე ხელის დამატენიანებელი კრემი წაისვით, რომელიც სიცივისგან დაგიცავთ.
#3 ხელის ნიღბები გაიკეთეთ
სახლში გაიკეთეთ ნიღბები ან ზეთის აბაზანები ხელისთვის. ზოგიერთ სალონს "პარაფინის აბაზანის" შემოთავაზებები აქვს - ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და გაცვლით პროცესებს. მკვებავი კრემი კანსა და ფრჩხილებში ჯდება და ღრმად ატენიანებს, ასუფთავებს და კვებავს.
#4 ლაქის წასმის პროცედურები
ლაქი ფრჩხილებისა და თითების სილამაზეს წელიწადის ცივ დროს მხარს უჭერს. მაგალითად, ბრაზილიური და იაპონური ლაქის წასმის პროცედურა ხელის კანის და ფრჩხილების აღდგენისკენაა მიმართული.
#5 სწორი კრემი აარჩიეთ
გამოიყენეთ კრემები, რომლებიც ალოე ვერას, ვიტამინებს: А, Е, С და В-ს, ქოქოსის, ზეითუნის ან ჩაის ზეთებს და სამკურნალო ბალახის ექსტრაქტებს შეიცავს. კრემი ძილის წინ ნელი და მსუბუქი მოძრაობით წაისვით. შეიზილეთ ფრჩხილებშიც.
#6 ლიმნის წვენი ფრჩხილებზე
თუ ციტრუსებზე ალერგია არ გაქვთ, ლიმნის წვენი გამოიყენეთ. უბრალოდ წაისვით ის ფრჩხილებზე ბამბით.