ბიკინის სეზონი ნელ-ნელა გვიახლოვდება და გოგონები მზად არიან გახდომისთვის გარკვეულ ხერხებს მიმართონ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ფორმულა "ყველაფერი ან არაფერი" ამ დროს რადიკალურ ცვლილებებს იწვევს. რაციონის შემცირება ან შიმშილი უფრო ცუდად მოქმედებს წონაზე. რა მოსდის სხეულს როცა არ ნაყრდებით და რა შედეგები შესაძლოა გამოიწვიოს შიმშილობამ:
საკვების სიმცირე კუნთების მასის დაკარგვას იწვევს
საკვების დეფიციტი ორგანიზმში მკვებავ ნივთიერებებს აქრობს. მხოლოდ სმუზის ან წყლის დალევით ჩვენ ვკარგავთ პროტეინს, რომელიც კუნთების სიმაგრეს ხმარდება. ენერგიის ძიებაში ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას წვავს, მეტაბოლიზმი მცირდება და ტანი უფრო არაჯანსაღად გამოიყურება.
ცუდი მეტაბოლიზმი
წარმოიდგინეთ სმარტფონი, რომელსაც ბატარეა უჯდება და მუშაობას ანელებს. სწორედ ასეთი სუტუაციაა ადამიანის ორგანიზმშიც, რომელიც სათანადო კალორიებს ვერ იღებს. მეტაბოლიზმი აფერხებს ყველა მნიშვნელოვან გაცვლით პროცესებს და ცხიმებს იქ ანაცვლებს, სადაც მათი ყოფნა საჭირო არაა, იმის მაგივრად რომ ისინი დაწვას.
კალორიების დეფიციტი სტრესს იწვევს
გახდომის ექტრემალური ხერხები, როგორიცაა საკვებზე უარის თქმა ან მკაცრი დიეტა, სტრესის ჰორმონებს ააქტიურებს. როცა ორგანიზმი არ ნაყრდება, კალორიებს მარაგისთვის ინახავს. საბოლოოდ კი, მოკლე დროში კილოგრამების დაკლებისთანავე მათ კვლავ ვიმატებთ.
ციკლის დარღვევა
რაციონის სასტიკი შემცირება ქალის ჯანმრთელობასაც "ერჩის". ესტროგენებს (ქალის ჰორმონებს) და ცხიმოვან ქსოვილს შორის გარკვეული კავშირია, რომელიც ჰორმონალური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ესტროგენის ნორმიდან ამოვარდნა მენსტრუალური ციკლის დარღვევას და სხეულის მასის ზრდას იწვევს. ჰორმონების ნორმალური მდგომარეობა სრულფასოვან და ჯანსაღ კვებაზე მიუთითებს. სტაბილური ჰორმონალური ფონი ქალის სხეულს უფრო ჯანსაღ ფორმას აძლევს.
ენერგიის დეფიციტი, აპათია, დაღლილობა
მძიმე საკვებზე დროებით უარის თქმა სასარგებლოდ მოქმედებს ორგანიზმზე, თუმცა როცა ის ხანგრძლივდება, საპირისპირო შედეგს ვიღებთ. მას აღარ აქვს ენერგია აღსადგენად, ანუ კალორიული საკვები.