სხვადასხვა მიზეზების გამო, თმა ხანდახან ბზინვარებას კარგავს და გვაფიქრებს რამდენად და როგორაა საჭირო მისი აღდგენა. თმის ხარისხის დასადგენად მხოლოდ წყალი გესაჭიროებათ, მარცხის შემთხვევაში, არ შეშინდეთ, რადგანაც გამოსწორების გზები არსებობს.
მოკლედ, დაასხით ჭიქაში ოთახის ტემპერატურის წყალი. აირჩიეთ 1-2 სმ სისქის თმის კონა და ჭიქაში ჩადეთ (სამწუხაროდ, ძალიან მოკლე თმის პატრონებს ეს ხრიკი არ გამოადგებათ).
თუ თმას ჩაძირვა არ სურს და მაღლა რჩება - ყველაფერი წესრიგშია. თუ ძალიან სწრაფად იძირება, მაშინ აღსადგენ მეთოდებს უნდა მიმართოთ.
როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?
მკვებავი ნიღბები რა თქმა უნდა, თმის მდგომარეობას აუმჯობესებს, თუმცა რაციონში კორექტივების შეტანით ბრწყინვალე შედეგს მიიღებთ.
მშრალი, მტვრევადი თმები
ხშირად თმა ცხიმიანი მჟავის ნაკლებობის გამო შრება. იმისთვის, რომ თმა ჯანსაღად გამოიყურებოდეს, რაციონში ისეთი პროდუქტები შეიტანეთ როგორებიცაა: ცხიმიანი თევზი, მარცვლეული, თხილი, ზეთისხილი, ავოკადო და მცენარეული ზეთი. ეცადეთ თევზეულის პროდუქტი ხშირად მიირთვათ და საუზმეზე გოგრის მარცვლები დააგემოვნეთ. გახსოვდეთ, რომ თმას დატენიანება სჭირდება და დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.
ცხიმიანი თმა
ეს კი ვიტამინი В-ს ნაკლებობით აიხსნება. შეგიძლიათ ის მიიღოთ შემდეგი პროდუქტებიდან: თხილი, რძის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსანი და ხორბლის პროდუქტი, მწვანილი და სალათა.
ბზინვარებას მოკლებული, "ჩამქრალი" თმა
საქმე თუთიის ნაკლებობას ეხება. მისი მიღების ყველაზე ეფექტური გზა ხამანწკაა. რადგანაც ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომია, ალტერნატიულ ვარიანტებს მიმართეთ: შვრიის ფანტელები, კვერცხი, რძე, შავი პური. ასევე, თმას ეხმარება თხილი, ავოკადო, ბანანი, რძის პროდუქტები, სეზამის და გოგრის მარცვლები.