1 თებერვალს კაილი ჯენერი პირველად გახდა დედა. პრაქტიკულად მთელი ორსულობის პერიოდში ის საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. ჩაკეტვის ერთ-ერთ მიზეზად ფიზიკური ცვლილებებიც სახელდება - ორსულობის დროს კარდაშიანების უმცროსმა დამ 25 კილოგრამი მოიმატა. თუმცა, როგორც სჩანს, ვარსკვლავი სხეულს უბრუნდება და გულშემატკივრებსაც ახალი ფოტოებით ანებივრებს. საინტერესოა როგორ დაუბრუნდა ფორმას 3 კვირაში?
კაილი ამბობდა, რომ პლასტიკურ ქირურგს ბავშვის გაჩენისთანავე ესტუმრებოდა და ლიპოსაქციას გაიკეთებდა. თუმცა, დებმა ეს სარისკო გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს და კიმ კარდაშიანის რჩევით, კაილიმ "ბუნებრივი" მეთოდებით გახდომა გადაწყვიტა.
ვარსკვლავთან მწვრთნელთა მთელი გუნდი მუშაობს. გოგონა კვირაში 5 დღე 3 საათი ვარჯიშობს. ამასთან, ახალბედა დედა წელზე სპეციალურ კორსეტს ატარებს და მიღებულ კალორიებს მკაცრად ითვლის. მათი რაოდენობა დღეში 1000-ს არ უნდა აღემატებოდეს. კაილიმ რაციონიდან ამოიღო ნახშირწყლები და შაქარი და მხოლოდ დაბალკალორიულ და უცხიმო ხორცს მიირთმევს - ქათამს ან თევზს. ამასთან, ორსულობისას მიღებულ ბურგერებსა და ფრიზე ამჯერად უარს ამბობს. მის წინაშე მათ მირთმევას ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უკრძალავს.
ასე გამოიყურება კაილი ჯენერის მენიუ:
საუზმეზე რამდენიმე ნაჭერი ორაგული
სადილზე სალათის ფურცლები და უცხიმო ინდაური
ვახშამზე უხორცო სუპი
ეს ყველაფერი საღამოს 6 საათამდე
დიეტის საიდუმლო ინგრედიენტი სპეციალური დეტოქს ჩაია.