დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამ წელს 92 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში სამყარო ბევრად შეიცვალა, დედოფლის კვების რაციონი თითქმის უცვლელი რჩება. სამეფო მზარეული ორ კვირაში ერთხელ მას მენიუს უდგენს, საიდანაც მონარქი საყვარელ პროდუქტებს ნიშნავს. და მაინც, რა განაპირობებს ამ საოცარი ქალბატონის დიდებულ ჯანმრთელობას?
#1 ჩაი ორცხობილით საუზმეზე
თავის დღეს Earl Grey-ს უშაქრო ჩაით და ორცხობილით იწყებს.
#2 საუზმე ხორბლის ფანტელებით და ტოსტით
დედოფლის ტიპური საუზმე მოიცავს ხილს და ხორბლეულს. ხანდახან მურაბიან გახუხულ პურს ან ხილფაფას მიირთმევს.
#3 ერთი ჭიქა ჯინი ლანჩის წინ
ბევრი ყინულით და ლიმნის ნაჭრით.
#4 არანაირი სახამებელი ლანჩსა და სადილზე
ლანჩის დრო პირველი საათია. ის მოიცავს თევზს ისპანახით ან გრილზე შემწვარ ქათამს სალათით. დედოფალი უარს ამბობს სახამებლიან პროდუქტზე, ამიტომაც მის მენიუში ვერ ნახავთ პასტას ან აკრტოფილს.
#5 შუადღის ჩაი ნამცხვართან ერთად
შუადღის ჩაის თან ახლავს თაფლი ან შოკოლადის ნამცხვარი.
#6 სტეიკი სადილზე
ელისაბედი სადილისთვის ხორცს ამჯობინებს - კერძოდ კი სტეიკს.
#7 ჭიქა შამპანიური სადილის შემდეგ
დედოფალი დღეს შამპანიურით ასრულებს.
#8 შავი შოკოლადი
ელისაბედი შოკოლადის გამორჩეული მოყვარულია. განსაკუთრებით შავი შოკოლადი უყვარს "რაც უფრო მუქია, მით უკეთესი".