მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს ამოხსნას ქალები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ. მაგალითად, კლეოპატრა თაფლისა და რძის აბაზანებს საათობით იღებდა. თანამედროვე ქალბატონები ამ პროდუქტებს სხვა საშუალებებით ცვლიან, რეგულარულად აკითხავენ კოსმეტოლოგს, ითმენენ მტკივნეულ პროცედურებს. კიდევ ერთი ძლიერი იარაღი არსებობს: მაკიაჟი. დეკორატიული კოსმეტიკის წყალობით შესაძლებელია რამდენიმე წლით უმცროსის შთაბეჭდილება გვქონდეს. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც ნაოჭების წინააღმდეგ იბრძლებს და მათ დაფარვაში დაგეხმარებათ.
#1 დაივიწყეთ შავი ფანქარი
კოსმეტიკის ჩანთა შავი ფანქრის გარეშე არარეალური გვეჩვენება, მაგრამ სჯობს ნელ-ნელა მასზე უარი თქვათ. ჩაანაცვლეთ ყავისფერი ტონალობებით. თუ ღია ქვიშისფერს არ აირჩევთ, მუქი შოკოლადისფერი მაინც არჩიეთ. კლასიკური შავი ფერი ნაკვალევს ტოვებს.
#2 შეიცვალეთ წარბების ფორმა
დაივიწყეთ წვრილი ხაზების შესახებ, თქვენი ბუნებრივი წარბის ფორმა საუკეთესოა, თუ თმის ღერები არ იზრდება, მაშინ ის ვიზუალურად ფანქრის მეშვეობით გაზარდეთ.
#3 შეუცვლელი თანამგზავრი - Primer
Primer-ი მაკიაჟის აუცილებელი ნაწილია. აურიეთ ის პუდრასთან ან ვარდისფერ ტუჩსაცხთან ერთად და ლოყების ნაწილზე დაიტანეთ.
#4 დატენიანება და კიდევ ერთხელ დატენიანება
დამატენიანებელი კრემი მაკიაჟის გაკეთებისას სახის კანზე ფრთხილად შეიზილეთ.
#5 გამოიყენეთ გამჭვირვალე ტონალობები
არამხოლოდ ტუჩებზე - ხორცისფერი, ატმისფერი და ქვიშისფერი ჩრდილებით მოიხატეთ თვალები.