არაბ სილამაზის ბლოგერ ჰუდა კატანს გარეგნობასა და მაკიაჟში ექსპერიმენტების ჩატარება ხიბლავს. ცოტა ხნის წინ გოგონამ წარბებისთვის თევზის კუდის ფორმის მიცემა გადაწყვიტა. მან ინსტაგრამზე თავისი შემოქმედების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა ჰეშთეგით #fishtailbrows.
მის გამომწერებს იდეა მოეწონათ, ტრენდმა კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. გოგონები "ხელოვნურ" და ბუნებრივ წარბებს შორის სიცარიელეს ტოვებენ და ახალი იმიჯით თავს იწონებენ. ჰუდას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ ახალგაზრდა ვიზაჟისტის იდეები ძალიან მოსწონთ და კომენტარებში ინსპირაციისთვის ხშირად ემადლიერებიან.