მოდელები სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად გვიზიარებენ თავიანთ მაკიაჟს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციის ინსპირაცია ხდება. წარმოგიდგენთ საუკეთესო იდეებს საღამოს წვეულებისთვის:
#1 ტეილორ ჰილი
"სექსუალური იმიჯისთვის მხოლოდ ძლიერი smoky eye გჭირდებათ"
#2 ლილი როუზ დეპი
"მე ჩემი ხერხი მაქვს: ლოყები ღია წითელი შეფერილობით ცხვირთან ახლოს შეიღებეთ. ასე უფრო ბუნებრივ იერს მიიღებთ."
#3 ადრიანა ლიმა
"საღამოს, გარეთ გასვლისას ფოკუსირებას ან თვალებზე ან ტუჩებზე ვახდენ. მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ვამძაფრებ. smoky eye-ის შემთხვევაში, ტუჩებს ვუნებრივად ვტოვებ, წითელი ტუჩსაცხის შემთხვევაში კი მარტო თვალის ფანქრის კვალს ვტოვებ".
#4 ჯოან სმოლსი
"ყველაფერ რაც გჭირდებათ, კატის თვალები და თავდაჯერებულობაა!"
#5 დევონ უინძორი
მომწონს, როცა ჩემი თვალები მკაფიოა, ამიტომაც smoky eye-ს, ტუშს, ჩრდილს და კონტურს ვიყენებ. ტუჩებზე კი არაფერს ვისმევ, რადგანაც მათი ბუნებრივი ფერი მომწონს. ჩემთვის სიმარტივე მთავარია."
#6 ანია რუბიკი
"თმას მაღლა ვიწევ და წითელ ტუჩსაცხს ვისმევ."