36 წლის ნატალი პორტმანი რამდენიმე წელია რაც ფრანგული მოდის სახლის "დიორის" კოსმეტიკური ხაზის სახეა. ახალ რეკლამაში მსახიობმა მაკიაჟის ქვეშ წასასმელი საშუალება Diorskin Forever Undercover და პუდრა Perfect Cushion წარადგინა.
"დიორის" ინსტაგრამის გვერდზე ლამაზმანის მონაწილეობით ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა. ნატალის საოცრად ელეგანტური და მგრძნობიარე იმიჯი აქვს. ის სექსუალურ შავ კაბაში პოზირებდა, მაკიაჟში კი აქცენტი თვალებზე ჰქონდა გაკეთებული.
"მიბაძეთ მშვენიერ ნატალი პორტმანს - სრულყოფილი მაკიაჟი 24 საათის განმავლობაში "დიორთან" ერთად: