ბუნებრიობის შენარჩუნება მაკიაჟის გაკეთებითაცაა შესაძლებელი, რაც ხრიკების შესწავლასა და ოსტატობას მოითხოვს. წარმოგიდგენთ სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთების რჩევებს ცნობილი ვიზაჟისტებისგან, რომლებიც ვალენტინობის საღამოს გამოგადგებათ.
#1 განათებული სახე და კაშკაშა ტუჩები
საუკეთესო ვარიანტია - ყველაფრისგან გასუფთავებული სახე და წითელი ტუჩები. ამ შემთხვევაში თვალებზე არაფერი წაისვათ, ტუჩსაცხი კი არ უნდა ბრწყინავდეს.
თუ თვალების მაკიაჟზე უარის თქმა არ გსურთ, მაშინ ისინი მინიმალისტურად შეიღებეთ. მაგალითად, ხორცისფერი ჩრდილით.
#2 სხვადასხვა ელფერი და მბრწყინავი ლოყები
სასურველია სახე წინიდან გლუვი ჩანდეს, პროფილში კი ლოყებზე მბრწყინავი ელემენტები იკვეთებოდეს. სხვადასხვა "ჰაილაითერი" გამოიყენეთ. გაამძაფრეთ თვალის კონტური და სახის ნათება უფრო იდეალურ ელფერს შეიძენს.
#3 "როკენროლი"
ახლა ქალბატონებს ერთი მიზანი აქვთ: აღარ ეცადონ იყვნენ "იდეალურები" და ინდივიდუალურობა მეტად წარმოაჩინონ. როკ-ვარსკვლავის მეუღლეს სეზონის ყველაზე სასურველი მაკიაჟი აქვს: მძაფრი თვალები და ღია ტუჩები. მთავარია სიმსუბუქის და მაქსიმალური სიმარტივის შეგრძნება.
#4 კლასიკური smoky eyes
ლოყების ქვედა ნაწილი პუდრით გამოყავით, თვალებზე კი ტრადიციული გრძელი, სწორი ხაზები გაავლეთ. წამწამები ამ დროს შეგიძლიათ კლასიკური შავით შეიღებოთ ან ექსპერიმენტს მიმართოთ და ფერადი სცადოთ.
#5 მბზინავი ტუჩები
კანის მბზინავი ეფექტისთვის დამატენიანებელი კრემი მაკიაჟის წასმამდე 20 წუთით გაიჩერეთ. მისი ხელსახოცით მოშორების შემდეგ, ტონალური კრემი წაისვით. თვალები შეუღებავი დატოვეთ, მხოლოდ წამწამები გამოკვეთეთ. მთავარი დეტალი კი ტუჩებია: ისინი მბზინავი გელით უნდა გამოკვეთოთ.